ავტორი:

"მუშაობა დაიწყეთ სასამართლოს დარაჯად, ამის შემდეგ კი იწყება თქვენი შთამბეჭდავი კარიერული წინსვლა - ცოტა უცნაურია" - ლევან იოსელიანი მოსამართლეობის კანდიდატს

"მუშაობა დაიწყეთ სასამართლოს დარაჯად, ამის შემდეგ კი იწყება თქვენი შთამბეჭდავი კარიერული წინსვლა - ცოტა უცნაურია" - ლევან იოსელიანი მოსამართლეობის კანდიდატს

"28 წლამდე თქვენი პროფესიით რაიმე დამატებითი კვალიფიკაცია არ მიგიღიათ, მერე თქვენ იწყებთ მუშაობას ერთ-ერთი სასამართლოს დარაჯის თანამდებობაზე და მერე იწყება ძალიან შთამბეჭდავი თქვენი კარიერული წინსვლა",- ასე მიმართა პარტია "მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს გენადი მაკარიძეს, რომელსაც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უსმენენ.

იოსელიანის თქმით, უცნაურია, როდესაც 28 წლამდე ადამიანი საერთოდ არ არის დაკავებული თვითგანვითარებით და მოკლე დროში "თავბრუდამხვევ კარიერას იკეთებს“ იურისპრუდენციაში სასამართლოს კუთხით.

"რამდენადაც მე გადავხედე, თქვენი პირველადი არჩევანი იურისტობა არ ყოფილა, თქვენ ჯერ დაიწყეთ სწავლა ნედლეულის გადამუშავების ტექნოლოგიის მიმართულებით და მერე გადაწყვიტეთ, რომ გამხდარიყავით იურისტი. თქვენ საკმაოდ დიდი ხანი ისწავლეთ ნედლეულის გადამუშავების მიმართულებით და მერე გადახვედით უკვე სხვა უნივერსიტეტში.

თქვენი პირველი სამსახური ფიქსირდება 2004 წელს, ამ დროს თქვენ იყავით 28 წლის. სოფლის მეურნეობით იყავით დაკავებული 28 წლამდე. აქამდე კი თქვენი პროფესიით რაიმე დამატებითი კვალიფიკაცია არ მიგიღიათ, მერე თქვენ იწყებთ მუშაობას ერთ-ერთი სასამართლოს დარაჯის თანამდებობაზე და მერე იწყება ძალიან შთამბეჭდავი თქვენი კარიერული წინსვლა და აქ ხართ უკვე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად მობრძანებული. ჩემი აზრით, ეს ცოტა უცნაურია, როდესაც 28 წლამდე ადამიანი საერთოდ არ არის დაკავებული თვითგანვითარებით და ასე მოკლე დროში თავბრუდამხვევ კარიერას იკეთებს იურისპრუდენციისა, განსაკუთრებით სასამართლოს კუთხით,“- განაცხადა ლევან იოსელიანმა.