ავტორი:

"თქვენ სამი შვილი გყავთ. ფიქრობთ, კიდევ გამრავლდეს თქვენი ოჯახი?" - ფრიდონ ინჯიას კითხვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს

"თქვენ სამი შვილი გყავთ. ფიქრობთ, კიდევ გამრავლდეს თქვენი ოჯახი?" - ფრიდონ ინჯიას კითხვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს

"თქვენ სამი შვილი გყავთ. ფიქრობთ, კიდევ გამრავლდეს თქვენი ოჯახი? მე, მაგალითად, ვისურვებდი“, - ამ კითხვით მიმართა "ევროპელი სოციალისტების" წარმომადგენელმა, დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გენადი მაკარიძეს.

მაკარიძის კანდიდატის პასუხი ასეთი იყო:

"ადამიანს რაც მეტი შვილი ჰყავს, მით უკეთესია ერისთვის, ქვეყნისთვის“.

ინჯიამ მოსამართლეობის კანდიდატს „ჯანმრთელობა და გამრავლება უსურვა და ჰკითხა მას - "ხომ არ უნდა შემცირდეს საქართველოს კანონმდებლობით ქორწინებისთვის განსაზღვრული ასაკის (18 წელი) ქვედა ზღვარი."

გენადი მაკარიძე თვლის, რომ დაწესებული ზღვარი უნდა დარჩეს და შემცირება სასურველი არ არის. ქორწინება ბევრ სოციალურ საკითხთან არის დაკავშირებული“, - აცხადებს ის.