ავტორი:

"ტრანსგენდერის როლის შესრულება შეცდომა იყო" - ედი რედმეინი "დანიელ გოგონაში" თამაშს "ნანობს"

"ტრანსგენდერის როლის შესრულება შეცდომა იყო" - ედი რედმეინი "დანიელ გოგონაში" თამაშს "ნანობს"

მსახიობი ედი რედმეინი აცხადებს, რომ 2015 წელს გადაღებულ ფილმში, "დანიელი გოგონა“, ტრანსგენდერის როლის შესრულება "შეცდომა“ იყო.

ბრიტანელი ვარსკვლავი ერთ-ერთი პირველი ტრანსგენდერის, ლილი ელბის როლის შესრულებისთვის ოსკარზეც კი იყო ნომინირებული.

გამოსვლისთანავე, ფილმს დიდება ხვდა წილად, თუმცა ბევრი კიცხავდა რედმეინს და ამტკიცებდა, რომ როლი ტრანსგენდერ მსახიობს უნდა შეესრულებინა.

"ახლა რომ შემოეთავაზებინათ "დანიელ გოგონაში“ თამაში, ალბათ როლზე უარს ვიტყოდი. ფილმზე მუშაობისას, საუკეთესო განზრახვები მქონდა გულში, მაგრამ მაინც მგონია, რომ შეცდომა დავუშვი", - ამბობს ედი.

მსახიობმა დაამატა,რომ იმედი აქვს, მომავალში ტრანსგენდერი პერსონაჟების როლს თავად ამ უმცირესობის წარმომადგენელი მსახიობები შეასრულებენ და ამატებს: "თუმცა ნებისმიერ მსახიობს უნდა შეეძლოს ითამაშოს ის პერსონაჟი, რომელიც უნდა, თუ ის პატიოსნად და პასუხისმგებლიანად მოეკიდება თავის საქმეს.“

ედი რენმეინის ბოლოდროინდელ კომენტარებს ტრანს საქველმოქმედო ორგანიზაცია Gendered Intelligence-ის სპიკერი გამოეხმაურა: "ის ავთენტურობა, რასაც ტრანსგენდერი მსახიობის მიერ ტრანსი პერსონაჟის როლის შესრულება იძლევა, უფრო მეტად აზრიანი და მრავალმნიშვნელოვანია მსახიობებისთვისაც და მაყურებლებისთვისაც. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ისტორიებს, რომლებიც ტრანს ადამიანებს ეხებათ, თავად ეს ადამიანები მოყვებიან.

ამჟამად, ბრიტანელი მსახიობი თეატრითაა დაკავებული და სულ მალე ის ლონდონის თეატრში, "კაბარეში“ ითამაშებს ემსის როლს. ამ პერსონაჟს უმეტესად LGBTQ+ მსახიობები ასახიერებენ და ამის გამო მეორეჯერ გახდა რედმეინი კრიტიკის მსხვერპლი. ამაზე მსახიობმა მშვიდად განაცხადა: "ხალხს ვთხოვდი, ვიდრე ჩემს განსჯას დაიწყებდნენ, ჯერ მოსულიყვნენ და სპექტაკლი ენახათ“.

წყარო