ავტორი:

ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება ბიუროს სხდომაზე - რა ხდება ბათუმის საკრებულოში

ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება ბიუროს სხდომაზე  - რა ხდება ბათუმის საკრებულოში

ბათუმის საკრებულოში ბიუროს სხდომაზე ხმაური და ფიზიკური დაპირისპირებაა. ოპოზიციის წევრები ბიუროს სხდომაზე მივიდნენ და წინა მოწვევის საკრებულოს უმრავლესობას განუცხადეს, რომ დღევანდელი ბიუროს სხდომა არალეგიტიმურია. ოპოზიციის წევრების თქმით, "ქართული ოცნება“ დაჩქარებული წესით ცდილობს წინა მოწვევის სარკებულომ მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცოს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მირდატ ქადამაძემ ბიუროს სხდომაზე საკითხების ფურცელი დახია.

შენობაში იმყოფებიან სამართალდამცავები, რომლებიც უმაღლესი საბჭოს წევრების გაყვანას ძალის გამოყენებით ცდილობენ.

ოპოზიციის წევრები საკრებულოს წევრებს მიმართავენ, რომ "ვადაგასულები“ არიან, თავის მხრივ, მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ ეს არის დაგეგმილი პროვოკაცია.