ავტორი:

“ნებისმიერი აგრესია უკრაინის სუვერენიტეტის წინააღმდეგ ძვირად დაჯდება... ევროკავშირი მზად უნდა იყოს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებისთვის" - ანგელა მერკერი

“ნებისმიერი აგრესია უკრაინის სუვერენიტეტის წინააღმდეგ ძვირად დაჯდება... ევროკავშირი მზად უნდა იყოს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებისთვის" - ანგელა მერკერი

"ევროკავშირი მზად უნდა იყოს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებისთვის, თუ აღმოსავლეთ უკრაინასა და მის გარშემო, ან პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე ვითარება გამწვავდება" - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერის მოვალეობის შემსრულებელმა, ანგელა მერკელმა პოლონელ კოლეგასთან, მატეუშ მორავიეცკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ბელარუსის მიერ პოლონეთის წინააღმდეგ მიგრანტების „იარაღად“ გამოყენებისა და რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ჯარების განლაგების საკითხებთან დაკავშირებით ევროკავშირი ერთიანი უნდა იყოს.

“ნებისმიერი აგრესია უკრაინის სუვერენიტეტის წინააღმდეგ ძვირად დაჯდება“, - განაცხადა მერკელმა და დასძინა, რომ უპირატესობა ყოველთვის სიტუაციის განმუხტვას უნდა მიენიჭოს.

რუსეთი უკრაინის საზღვართან საკუთარი ძალების რაოდენობას ზრდის, რის გამოც კიევი, შეერთებული შტატები და ნატო გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ რუსეთმა, შესაძლოა, ახალი თავდასხმა განახორციელოს. კრემლი ამ ინფორმაციას უარყოფს და მცდარს უწოდებს.