ავტორი:

"დღეს მომწერეს, რუსთაველზე მაინცდამაინც ბიო ტუალეტები უნდა ვნახოთო? ცოტა ხანში რუსის ჩექმის სუნი შეგაწუხებთ, ბატონებო" - თაკო ჩარკვიანი

"დღეს მომწერეს, რუსთაველზე მაინცდამაინც ბიო ტუალეტები უნდა ვნახოთო? ცოტა ხანში რუსის ჩექმის სუნი შეგაწუხებთ, ბატონებო" - თაკო ჩარკვიანი

პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა "ტვ პირველთან" კოალიციურ ოპოზიციასა და მიხეილ სააკაშვილს შორის არსებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრა. პოლიტიკოსის თქმით, ოპოზიციამ ორმაგი სტანდარტი გვერდზე უნდა გადადოს და მთელი ძალისხმევა ქვეყნის აღმშენებლობისკენ მიმართოს.

"როდესაც კოალიციას ვარქმევთ და ვამბობთ, რომ ყველანი ერთი ვართ, ასე უნდა გაგრძელდეს ბოლომდე. მხოლოდ ნიკა მელიას მე ვერ გადავუჭერ პოლიტიკურ მათრახს, ეს არის კოალიცია. ეს პარტიები რა თავიანთი ხმებით გავიდნენ, არ დასჭირდათ მათ მიხეილ სააკაშვილის ხმები?! ასე არ შეიძლება. საკითხი ასე უნდა დავაყენოთ, სააკაშვილის გამოხსნისთვის კი არა, კანონის და სამართლისთვის უნდა ვიბრძოლოთ, რათა საქართველოს მესამე პრეზიდენტი არ გავასამართლებინოთ მახინჯ სისტემას და მას მივცეთ საშუალება, გამოიყენოს ევროპული კონვენციით მინიჭებული უფლებები. ის ტემპი რაც აწია სააკაშვილმა, არ ვფიქრობ, რომ ოპოზიციამ გამოიყენა. მივიყვანოთ სააკაშვილი დასავლელი კონსულტანტებით დაკომპლექტებული სასამართლოს წინაშე. დღეს ვიღაცამ მომწერა, რუსთაველზე მაინცდამაინც ბიო ტუალეტები უნდა ვნახოთო? სუნი თუ ვინმეს აწუხებს რუსთაველზე, ცოტა ხანში რუსის ჩექმის სუნი შეგაწუხებთ, ბატონებო, აგერ, შემოყვანა უნდათ რუსეთის. ორმაგი სტანდარტი გადავდოთ გვერდზე ოპოზიციამ და ტემპში მოვიყვანოთ ჩვენი ქვეყანა, ჩრდილოვან კაბინეტებზე კი არა, რეფორმირებულ სასამართლოზე ვიფიქროთ." - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.