ავტორი:

"გაჯიუტებული ბავშვივით იქცევა სააკაშვილი, უჭირს სამართლიანი სასჯელის მიღება" - ალუდა ღუდუშაური

"გაჯიუტებული ბავშვივით იქცევა სააკაშვილი, უჭირს სამართლიანი სასჯელის მიღება" - ალუდა ღუდუშაური

"საზოგადოებრივი ჯგუფი იქნება, მოცეკვავე თუ ტანმოვარჯიშე ყველა ექვემდებარება კანონს და სასამართლოს გადაწყვეტილებას და მორჩა - გაჯიუტებული ბავშვივით იქცევა სააკაშვილი, უჭირს სამართლიანი სასჯელის მიღება" - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

ღუდუშაურის თქმით, სააკაშვილს სასჯელის მოხდა მოუწევს და ამას უნდა შეეგუოს.

"პოლიტიკოსებისგან იქნება, ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანებისგან, თუ უცხოპლანეტლებისგან ეს ჯგუფი, არ აქვს მნიშვნელობა, არსებობს კანონი, არსებობს სასამართლო და მისი პრეროგატივაა მსჯავრის დადება და მსჯავრისგან გათავისუფლება, შესაბამისად, აქ არის ძალიან დიდი წერტილი და საზოგადოებრივი ჯგუფი იქნება, მოცეკვავე თუ ტანმოვარჯიშე ყველა ექვემდებარება კანონს და სასამართლოს გადაწყვეტილებას და მორჩა.

გაჯიუტებული ბავშვივით იქცევა სააკაშვილი და მისი ახირებული მოთხოვნები ერთადერთ მიზანს ემსახურება - მას უჭირს სამართლიანი სასჯელის მიღება, მაგრამ მოუწევს და ამას უნდა შეეგუონ ეს ადამიანები და თვითონ პირველ რიგში. მისი ეს ახირებული მოთხოვნები და თითქოსდა ეპისტოლარული ჟანრის წერილები არანაირ შედეგს არ და ვერ იქონიებს, შესაბამისად მას მოუწევს მსჯავრის პირნათლად მოხდა, მისი ყველა უფლება იქნება დაცული როგორც აქამდე და სპეკულაციები მისი მსჯავრდების საქმეზე არის ამაო. მე ვურჩევდი ამ ადამიანებს, თუ რამე აქვთ სათქმელი წერილების ნაცვლად, რომ ტყვეობაში მყოფი სააკაშვილი დაიცვან, კარგად მოემზადონ და სასამართლოზე დაიცვან თავი,"- განაცხადა ღუდუშაურმა.

ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მასთან დეპუტატებს შესვლის საშუალება არ ეძლევათ და თუ ასე გაგრძელდება, მედიკამენტების მიღებას შეწყვეტს. ამასთან, სააკაშვილი მიიჩნევს, რომ მისი გათავისუფლების კამპანიაზე საინიციატივო ჯგუფმა უნდა იმუშაოს და იმედს გამოთქვამს, რომ მისი თავისუფლების საზოგადოებრივი კომიტეტი მალე შეიქმნება.