ავტორი:

საქართველოში  კერასკოს  მეთოდით  მოყვანილი  ლოკოკინა  იტალიის  ბაზარზე  შედის

საქართველოში  კერასკოს  მეთოდით  მოყვანილი  ლოკოკინა  იტალიის  ბაზარზე  შედის

მსოფლიოში ლოკოკინას წარმოება საკმაოდ მომგებიან და პერსპექტიულ ბიზნესად მიიჩნევა. საქართველოში ამ მოლუსკების პოპულარობა ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით გაიზარდა, თუმცა ცალკეულ რეგიონებში, მაგალითად, სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელოში, მათი საკვებად მოხმარების ისტორიული გამოცდილებაც კი გვაქვს. „ლუმაკერია იტალიანასა“ და „საერთაშორისო ჰელისიკულტურის ინსტიტუტის“ პრეზიდენტი, "ევროპული ლოკოკინის მეფე", სიმონე სამპო დაბრუნდა საქართველოში და დეტალურად გვესაუბრება

ეს ვიზიტი ახლებური შემართებითა და კონკრეტული ფაქტებით ადასტურებს ერთი წლის წინ დაწყებული მუშაობის შედეგებს, წარმოაჩენს იმ ბრენდის პრესტიჟულობასა და სანდოობას, რომელსაც ბატონი სამპო წარმოადგენს.

ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან დიდი სამუშაო ჩატარდა საგანმანათლებლო თვალსაზრისით, გაიმართა ტრენინგები, კონფერენციები, ადგილებზე ვიზიტები. ამ ყველაფრის მიზანი იყო ქართული ბაზრის შესწავლა და საუკეთესო ხარისხის, ქვეყანაზე მორგებილი კომერციული სერვისის განვითარება, ტერიტორიისა და დასაქმებული ადამიანების დაცვით და რა თქმა უნდა, წარმატების სურვილით.

უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ წამოწყებული პროცესი დადებითი მიმართულებით ვითარდება, რაც იმის დამსახურებაცაა, რომ თბილისში, დავით ყიფიანის 2/ბ-ში გაიხსნა ჰელიკოკულტურის საერთაშორისო ინსტიტუტის ოფისი, ადგილობრივი წარმომადგენლობა იმის გარანტიაა, რომ ქართველი სპეციალისტები მუდმივად იმუშავებენ ლოკოკინის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანების გვერდით და დახმარებას გაუწევენ მათ.

რა არის ახალი გასულ თვეებთან შედარებით?

მოხარულები ვართ, რომ საჯაროდ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მივაღწიეთ მიზანს, რომლისთვისაც რამდენიმე თვე თავდაუზოგავად ვმუშაობდით, როგორც იტალიურ, ასევე ქართულ ფრონტზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მივიღეთ მოსავალი და პირდაპირ ვყიდულობთ საქართველოდან კერასკოს მეთოდით მოშენებულ ლოკოკინას. დავიწყეთ დიალოგი სახელმწიფო სტრუქტურებთან, საბაჟოსთან, საერთაშორისო გადამზიდავ კომპანიებთან ორმხრივი ურთიერთობის გასამყარებლად, რომელიც გამძლე და სანდო საძირკველზეა დაშენებული და საშუალებას გვაძლევს, ავიღოთ კონკრეტული ვალდებულება როგორც ხორცის, ასევე ლორწოს ექსპორტზე საქართველოდან იტალიაში. თუ აქამდე ეს ერთგვარად აბრკოლებდა ქართველ ინვესტორებს, ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მუხრუჭი აღარ არსებობს.

რა მოხდება მომავალში?

ამ ვიზიტის განმავლობაში, რომელიც ქუთაისში ჩასვლით დაიწყო და გულისხმობს ქვეყნის სხვა ადგილების მონახულებასაც, თბილისის ინსტიტუტის საერთაშორისო გუნდი, სიმონე სამპოს ხელმძღვანელობით, გეგმავს პირველ ექსპორტს იტალიაში, რომელსაც დიდი ხანია ველოდით.

ამ ნედლეულზე სულ უფრო მზარდი მოთხოვნაა იტალიაში და საქართველოდან იმპორტირებული ნედლეული გარკვეულ გადამუშავებას დაექვემდებარება მანამ, ვიდრე იტალიის კომერციულ ქსელში გაიყიდება.

მხოლოდ გასტრონომიულ პროექტები, თუ...?

უკვე შეგვიძლია ვილაპარაკოთ დარგთაშორის co-branding-ზე, რომელიც გასტრონომიის გარდა მოიცავს კოსმეტიკისა და ფარმაცევტულ სფეროებსაც. ამ დღეებში შედგა სწორედ „საგაპო“|-ს კოსმეტიკის იმ ხაზის პრეზენტაცია, რომელიც მიეძღვნა სახისა და სხეულის მოვლის საშუალებების, ასევე უმაღლესი ხარისხის სიროფებისა და კვებითი დანამატების წარმოებასა და გაყიდვას.

ეს პროდუქცია მზადდება სერთიფიცირებული ლოკოკინის („კოსმოსის“) ლორწოსგან, რომელიც მოყვანილია კერასკოს მეთოდით გაშენებულ მეურნეობებში.

მომდევნო ნაბიჯი, რომელსაც სიამოვნებით ვაცნობთ ქართველ ინვესტორებს, ის არის, რომ მალე იარსებებს ქართული ლოკოკინით დამზადებული პირველი კოსმეტიკური პროდუქცია. ეს საქართველოსა და იტალიას შორის მჭიდრო კავშირის კიდევ ერთი დასტურია.

რა მიმდინარე ღონისძიებებია თვენი ვიზიტის ფარგლებში?

ჩვენ გვექნდა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი საინფერომაციო დღე ქუთაისში 21 ნოემბერს, ახლა უახლოესი ღონისძიება და საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება 28 ნოემბერს, 11 საათზე „დიდუბე პლაზაში“, წერეთლის 116-ში.

დასწრება უფასოა, მსურველებმა უნდა დარეკონ მითითებულ ნომრებზე:

+ 995 599 306 306 ან +39 342 516 4844 trade@istitutodielicicoltura.com

R