27 ნოემბრიდან საქართველოში გამოიდარებს და დათბება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 - 29 ნოემბერს მცირე ნალექი შესაძლოა აღინიშნოს მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +18, +23, აღმოსავლეთ საქართველოში +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს.
თბილისშიც 27 ნოემბრიდან გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა +16, +18 გრადუსამდე მოიმატებს.