ავტორი:

"მესამე კვირაა სკოლებში Covid-19-ის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი კლებისკენ მიდის" - რას აცხადებს განათლების სამინისტრო

"მესამე კვირაა სკოლებში Covid-19-ის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი კლებისკენ მიდის" - რას აცხადებს განათლების სამინისტრო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე 137 სკოლა და ცალკეული 358 კლასი იმყოფება. სწავლის სასკოლო სივრცეში განახლებიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე რისკის ჯგუფის 147 მასწავლებელი იმყოფება.

უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 70,9%.

"გასული ერთი კვირის მონაცემის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით საგრძნობლად შემცირდა დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლებისა და ცალკეული კლასების რიცხვი.

მესამე კვირაა სკოლებში Covid-19-ის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი კლებისკენ მიდის. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 0.7%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0.3%-ს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში Covid-19-ის ვირუსის პრევენციის მიზნით აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. ასევე ინტენსიურად მიმდინარეობს Covid-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება. სკოლები სრულად არიან აღჭურვილი პანდემიის პრევენციისათვის სასწავლო წლის ბოლომდე საჭირო რესურსების მარაგით.

სკოლებში მაქსიმალურად დაცულია ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და შექმნილია უსაფრთხო გარემო. ამ პროცესს მონიტორინგს საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სამინისტროს წარმომადგენლები უწევენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.