ავტორი:

"თანამედროვე საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, როცა წარმავალმა საკრებულომ მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცა"- ბადრი ჯაფარიძე

"თანამედროვე საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, როცა წარმავალმა საკრებულომ მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცა"- ბადრი ჯაფარიძე

"ზუგდიდის და ბათუმის საკრებულოებში მიმდინარე პროცესები კიდევ ერთი ნაბიჯია კონფრონტაციისკენ გადადგმული "ქართული ოცნების" მხრიდან"- ამის ფრაქცია "ლელოს" თავმჯდომარემ ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება" ეწინააღმდეგება მოსახლეობის ნებას, როცა საკრებულოების ძველი შემადგენლობით ცდილობს მუნიციპალიტეტებში ბიუჯეტის დამტკიცებას და მსგავსი პრეცედენტი აქამდე არ ყოფილა.

"რადგან იქ რაც ხდება ეწინააღმდეგება ქართველი ამომრჩევლის ნებას, რადგან ამ ქალაქებში მოსახლეობამ ხმა მისცა ახალ საკრებულოებს, სადაც უმრავლესობა აქვს ოპოზიციას. შესაბამისად, ის, რაც ახლა ძველმა საკრებულომ გააკეთა, არის ხალხის ნების საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი და ვითარების დაძაბვას ემსახურება. თანამედროვე საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, როცა წარმავალმა საკრებულომ დაამტკიცა მომავალი წლის ბიუჯეტი და ჩვენ გვესმოდა "ქართული ოცნების" მხრიდან განცხადებები, რომ თქვენ ნახავთ, როგორ კონსტრუქციულად მოვიქცევით, როცა ვიქნებით უმცირესობაში და ჩვენ ვხედავთ, რომ არიან ახლა უმცირესობაში და ყველანაირი ხრიკებით ცდილობენ მოსახლეობის ნების წინააღმდეგ წასვლას,"- განაცხადა ჯაფარიძემ.