ავტორი:

"დღეს ჩემი პაციენტი დამხვდა გაბრაზებული და აფორიაქებული, არ ვიცი რატომ... როგორც ექიმი, ამაზე ვბრაზდები"- სააკაშვილის ექიმი

"დღეს ჩემი პაციენტი  დამხვდა გაბრაზებული და აფორიაქებული, არ ვიცი რატომ... როგორც ექიმი, ამაზე ვბრაზდები"- სააკაშვილის ექიმი

"ჩვენც ვთხოვეთ, რომ სამ ვიზიტორზე მეტი დღეში არ იყოს და რომელი ვიზიტორი იქნება და ვინ შევა მასთან, ეს უკვე ექიმის გადასაწყვეტი არ არის" - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი სახელმწიფო კონსილიუმის წევრმა, ექიმმა ენდოკრინოლოგმა ელენე გიორგაძემ განაცხადა.

კონსილიუმის წევრის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ანალიზები ნელნელა სწორდება.

"პოსტშიმშილის პროცესი 90% გვაქვს უკვე გავლილი, გავიარეთ მშვიდად, ყველანაირი ექსცესების გარეშე, ამიტომაც მიდიოდა შემოწმება ყოველდღე ყველაფრის და ამდენი დარგის სპეციალისტის ერთდროულად მუშაობა. მე მჭირდებოდნენ ეს სპეციალისტები იმისთვის, რომ არ ჰქონოდა ორგანიზმს რაიმე სახის გართულება. დღეს ჩემი პაციენტი მე დამხვდა გაბრაზებული და აფორიაქებული, მაგრამ მე არ ვიცი რატომ. პაციენტს, რომელსაც ანერვიულებენ არ ვიცი ტელევიზორით თუ რით, ეს ჩემი პრობლემა არ არის. ბუნებრივია, როგორც ექიმი, ამაზე ვბრაზდები. მე ყველას ვთხოვე - მის იურისტებს, ამხანაგებსაც, ოჯახის წევრებსაც, რომ ორი კვირა დამაცადონ, რომ ეს ადამიანი დავაყენო ფეხზე. თუ ამ ადამიანზე მართლა ზრუნავთ და ზრუნავთ მის სიცოცხლეზე, ცოტა დრო, ორი კვირა მოგვეცით ექიმებს, რომ გამოვიყვანოთ ბოლომდე ამ მდგომარეობიდან. თვითონ პაციენტი არაჩვეულებრივად მოგვყვება ექიმებს. ჩვენც ვთხოვეთ, რომ სამ ვიზიტორზე მეტი დღეში არ იყოს და რომელი ვიზიტორი იქნება და ვინ შევა მასთან, ეს უკვე ექიმის გადასაწყვეტი არ არის. როდესაც რომელიმე ვიზიტორი შედის და მასთან ხანგრძლივად რჩება, მერე, ადამიანი, რომელიც შიმშილიდან გამოდის და ახლა იწყებს ადეკვატურ და ნორმალურ კვებას, იღლება, რამე არის გასაკვირი ამაში?! ანალიზები სწორდება ნელნელა. დღესაც, ორი პარამეტრი ისე გამოსწორდა, რომ გარკვეული პრეპარატი, რომელსაც ვაძლევდით, უკვე ვხსნით. ყველაფერი სწორდება ადეკვატურად“, - განაცხადა ელენე გიორგაძემ.

მისივე ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ნახვის საშუალება დღეს მის თანაგუნდელს აკაკი მინაშვილსაც მიეცემა.