ავტორი:

"რა დაგიშავეთ, დეიდა?!" - კახა კალაძე სოციალურ ქსელში მოქალაქის კომენტარს ეხმაურება

"რა დაგიშავეთ, დეიდა?!" - კახა კალაძე სოციალურ ქსელში მოქალაქის კომენტარს ეხმაურება

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში ხშირად პასუხობს ხოლმე სხვადასხვა კომენტარს. კალაძემ ამჯერადაც გადაწყვიტა ერთ-ერთი მოქალაქისთვის პასუხი გაეცა.

კალაძე "ფეისბუქ ლაივში" ბაგები-წყნეთის გზაზე მეწყრული ფერდის გამაგრების სამუშაოებზე საუბრობდა. ჩართვას არაერთი კომენტარი მოჰყვა. კალაძემ კი ერთ-ერთ მოქალაქეს, ასე უპასუხა:

"რა დაგიშავეთ, დეიდა? დაწერეთ აქ, არაა პრობლემა" - წერს კალაძე.

ამ დროისთვის სოციალურ ქსელში აღარ იძებნება იმ ადამიანის კომენტარი, რომელსაც დედაქალის მერმა უპასუხა.