ავტორი:

"მირჩევნია, სააკაშვილი თავისუფალ გარემოში იყოს... გამოკეტილში ყოფნა ფსიქოლოგიური ტრამვა და წნეხია" - გიული ალასანია

"მირჩევნია, სააკაშვილი თავისუფალ გარემოში იყოს... გამოკეტილში ყოფნა ფსიქოლოგიური ტრამვა და წნეხია" - გიული ალასანია

სხდომასთან დაკავშირებით სურვილი აქვს, რომ დაესწროს. თვითონ დარწმუნებულია, რომ შეძლებს მისვლას,- ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, უმჯობესია იქნება თუკი მიხეილ სააკაშვილი თავისუფალ გარემოში გააგრძელებს მკურნალობას.

"მე მომეჩვენა, რომ თითქოს ოდნავ არის გაუმჯობესება. ან წევს ან ზის და მანძილი არ არის, რომ შევაფასო როგორ დადის. მე შემფასებლად ვერ გამოვდგები, მაგრამ მირჩევნია, უფრო თავისუფალ გარემოში იყოს, რადგან გამოკეტილში ყოფნა ფსიქოლოგიური ტრამვა და ფსიქოლოგიური წნეხია“, - აღნიშნა გიული ალასანიამ.