ავტორი:

ტრაგედია კოსოვოში - ავტობუსს, რომელსაც სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდა, ცეცხლი გაუხსნეს, დაღუპულია 3 ადამიანი

ტრაგედია კოსოვოში - ავტობუსს, რომელსაც სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდა, ცეცხლი გაუხსნეს, დაღუპულია 3 ადამიანი

კოსოვოში, ავტობუსს, რომელსაც მგზავრები, მათ შორის სკოლის მოსწავლეები, გადაჰყავდა, დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ავტობუსის მძღოლი და ორი მოზარდი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

თავდასხმა პატარა ქალაქ დეჩანის მახლობლად, დედაქალაქ პრიშტინიდან 90 კილომეტრში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია ერთი ადამიანი. Reuters-ს ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელმა განუცხადა, რომ ინციდენტის ტერორისტულ აქტთან დაკავშირება ნაკლებად სავარაუდოა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.