Facebook-მა და instagram-მა ჰოლივუდის კინოსტუდიების - დისნეი, პარამაუნტი, ვორნერი, უნივერსალი, სონი, ნეტფლიქსი - გაერთიანება MPA(Motion Picture Association)-ის მიმართვის საფუძველზე ქართულ პირატულ საიტებს (adjaranet.com iMovies.cc, croconet.com, qartulad.com srulad.com geosaitebi.ge, hoovies.net ,movies.ge), რომლებიც წლების განმავლობაში უკანონოდ, ინტელექტუალური საკუთრების სრული უგულებელყოფით ავრცელებენ და არეკლამებდნენ მოპარულ ფილმებს და სერიალებს, ფეისბუქ და ინსტაგრამ პლატფორმებზე გვერდები წაუშალა. ამის შესახებ დღეს საქართველოს ანტი-მეკობრეული ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ზურაბ ბეჟაშვილმა, აღნიშნული ცენტრის წევრი ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებთან ერთად გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე Terminal University-ში ისაუბრა.
მათივე ინფორმაციით, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის პროცესი კიდევ უფრო მასშტაბურ ფორმას მიიღებს. მოსალოდნელია, რომ google-ის საძიებო სისტემა და google-ის სხვა ინფრასტრუქტურა, პირატულ საიტებს შეზღუდავს.
„საქართველოს ანტიმეკობრული ცენტრი მჭიდროდ თანამშრომლობს ჰოლივუდის სტუდიებთან და მისი მიზანია საქართველოში ინტერნეტ მეკობრეობის წინააღმდეგ ბრძოლა, რაც გულისხმობს არალეგალურ საიტებზე (adjaranet.com iMovies.cc, croconet.com, qartulad.com srulad.com geosaitebi.ge, hoovies.net ,movies.ge) უკანონოდ განთავსებული და მოპარული ფილმების და სერიალების შეზღუდვას. საქართველოს ანტიმეკობრული ცენტრი აერთიანებს ყველა ძირითად ტრადიციულ თუ არატრადიციულ მედიას, ინტერნეტპროვაიდერებს, კინოთეატრებსა და თითქმის ყველა იმ მხარეს, ვინც აუდიო-ვიზუალურ კონტენტს ინტელექტუალური საკუთრების დაცვით ქმნის ან იყენებს“, - აცხადებს საქართველოს ანტი-მეკობრეული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ ბეჟაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ბოლო და პრინციპში, ერთდერთი ასეთი შემთხვევა, როდესაც სოციალურმა ქსელებმა მასიურად წაშალა ანგარიშები, ეხებოდა საქართველოში ზიზღის და "ფეიკ ნიუსების" გამავრცელებელ პოლიტკურ გვერდებს.