ავტორი:

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, ივანე გრიქუროვი გარდაიცვალა

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, ივანე გრიქუროვი გარდაიცვალა

საქართველოს ძალოსნობის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, ივანე გრიქუროვი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

"საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის, საქართველოსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელის, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯის - ივანე (ვანო) გრიქუროვის გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და სრულიად ძალოსნობის ოჯახს ამ უდიდეს დანაკარგს", - ნათქვამია სალოსნობის ფედერაციის მიერ "ფეისბუქში" გამოქვეყნებულ სამძიმრის წერილში.