ავტორი:

"ყველაფერი მთავრდება და განსაკუთრებული არც ეს ურთიერთობა იყო" - ეკა ბალანჩივაძე და კოტე მათითაშვილი დაშორდნენ: რას წერს ბალანჩივაძე "ფეისბუქში"

"ყველაფერი მთავრდება და განსაკუთრებული არც ეს ურთიერთობა იყო" - ეკა ბალანჩივაძე და კოტე მათითაშვილი დაშორდნენ: რას წერს ბალანჩივაძე "ფეისბუქში"

თბილისში კიდევ ერთი პოპულარული ოჯახი დაინგრა. სამწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, დიზაინერი ეკა ბალანჩივაძე და პლასტიკური ქირურგი, კოტე მათითაშვილი დაშორდნენ.

საზოგადოებამ ამის შესახებ ეკა ბალანჩივაძის ფეისბუქ-პოსტიდან გაიგო.

"ერთადერთი, რაც მე და კოტეს საერთო გვქონდა, Freddie Mercury-ს სიყვარული იყო!“ - დაწერა დიზაინერმა, რის შემდეგაც კიდევ ერთი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც ფრაზაა ცნობილი სიმღერიდან: "ყველაფერი რასაც ხედავ, წარმოსახვის ნაწილია, ყველაფერი, რასაც ხედავ, ტყუილი", - დაწერა მან.

დაშორების შესახებ ეკა ბალანჩივაძის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას მისი "ფეისბუქ" მეგობრების კომენტარები მოჰყვა:

"იმედია, დროებითია",

"ეკუნა, ვითომ ასეთი სიყვარული მთავრდება?"

დიზაინერის პასუხი კი ასეთი იყო: :"დროებითები იყო, გავიარეთ... ყველაფერი მთავრდება და განსაკუთრებული არც ეს ურთიერთობა იყო ნამდვილად...“

კოტე მათითაშვილმა და ეკა ბალანჩივაძემ 2018 წლის აგვისტოში იქორწინეს. კოტესთვის ეს მეორე ოჯახი იყო, პირველი ქორწინებიდან მას ორი შვილი ჰყავს. ეკასთვის კოტესთან ქორწინება მესამე იყო. პირველი ქორწინებიდან დიზაინერს ერთი ვაჟი ჰყავს.

ჩანდა, რომ წყვილის ცხოვრებაში ყველაფერი იდეალურად იყო, ისინი ბევრს მოგზაურობდნენ, ხშირად აქვეყნებდნენ ერთად გადაღებულ ფოტოებს, ინტერვიუებში ერთმანეთზე საუბრობდნენ.

აღსანიშნავია, რომ ქორწინებიდან მალე კოტე მათითაშვილი სატელევიზიო სივრციდან გაქრა. რამდენიმე თვის წინ კი ambebi.ge-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც ალკოჰოლდამოკიდებულებაზე საუბრობდა და ამბობდა, რომ გარკვეული პერიოდი სარეაბილიტაციო ცენტრში მკურნალობდა. ამ პერიოდში უარი თქვა პლასტიკურ ქირურგიაზეც და ზოგადად სამედიცინო საქმიანობაზე.

მაშინ მეუღლეზე ამბობდა, რომ მხარში დაუდგა და მისთვის ამ ცხოვრებისეული სირთულის გადალახვის დროს, ყავარჯნის როლიც კი იტვირთა.

კოტე მათითაშვილი:

- უდიდესი როლი აქვს ჩემ გვერდით მდგომ ადამიანს. მეუღლეა ყველაზე მნიშვნელოვანი ახლო მყოფი ადამიანი და ბუნებრივია, ეკას მხარდაჭერა გამოიხატებოდა იმაში, რომ იმ პერიოდში, როდესაც მე შევცვალე რეჟიმი, შევწყვიტე სამსახურში სიარული, მისი მხრიდან არ ყოფილა მითითება ან თხოვნა - აბა, ახლა იქნებ რამე დაიწყო! შეიძლება ითქვას, რომ ეკა ყავარჯენივით ამომიდგა. 25 წლის განმავლობაში არ მქონია პერიოდი, თუნდაც ერთი დღე არ მეშრომა. ამ ყველაფრის შემდეგ, ახალ რეალობაში, უცებ ასეთი კოტე რომ გაჩნდა, იფიქრა იმ ადამიანმა, - რაღაც ისე ვერ არისო. როგორც კი მიხვდა, რომ ემოციების დაწყნარება, დუღილის ტემპერატურის დაბლა დაწევა მჭირდებოდა, სრულიად ემპათიით მიუდგა ამ ამბავს.

რამდენიმე თვის წინ საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო პლასტიკური ქირურგი სამედიცინო საქმიანობას დაუბრუნდა და ახალ კლინიკაში განაგრძო საქმიანობა. კოტე მათითაშვილს ასევე ერთ-ერთ რადიოში გადაცემა მიჰყავს.

რა გახდა წყვილის დაშორების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ეკა ბალანჩივაძე ცხოვრების ამ გადმოსახედიდან მიიჩნევს, რომ მას და კოტეს ერთადერთი საერთო, ფრედი მერკურის სიყვარული ჰქონდათ.