ავტორი:

"11 დღეა კოვიდით გარდაცვალება არ დაფიქსირებულა.. - როგორია ვითარება ქვეყანაში, სადაც "ომიკრონ" შტამი პირველად გამოვლინდა: რას წერს ბოტსვანაში მცხოვრები ქართველი

"11 დღეა კოვიდით გარდაცვალება არ დაფიქსირებულა.. - როგორია ვითარება ქვეყანაში, სადაც "ომიკრონ" შტამი პირველად გამოვლინდა: რას წერს ბოტსვანაში მცხოვრები ქართველი

კორონავირუსის ახალი, "ომიკრონ" შტამი, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია "შემაშფოთებელს" უწოდებს, თავდაპირველად ბოტსვანაში გამოვლინდა. ბოტსვანის რესპუბლიკაში მცხოვრები ქართველი, ნათია გიორგობიანი სოციალურ ქსელში იქ არსებულ ვითარებაზე წერს.

"ჩემო ძვირფასო მეგობრებო, გმადლობთ ყველას მოკითხვისთვის. რადგან ჩემი ინბოქსი ორი დღეა არ გაჩერებულა, გადავწყვიტე აქაურ კოვიდ სიტუაციას ერთი პატარა პოსტი მივუძღვნა და დაგამშვიდოთ. ბუნებრივია ყველა ჩვენი ახლობელი ღელავს, ისევე როგორც ჩვენ თქვენზე. როგორც ბოტსვანის ჯან. მინისტრის დილის ბრიფინგებით ვიგებთ, ამ ეტაპზე სიტუაცია სრულად კონტროლდება.

გუშინ, სამხ. აფრიკის რესპ. საზღვრიდან ოთხი კოვიდინფიცირებული უკან დააბრუნეს და მთელი მათი კონტაქტები (ერთი თვითმფრინავი ხალხი ) იზოლაციაში გადაიყვანეს. პიკი ივლისი-აგისტოში იყო. მას მერე სულ ქვევით მოდის.

ბოლო 11 დღეა ქვეყანაში კოვიდით გარდაცვლილი არ დაფიქსირებულა. დღიურად მხოლოდ მაქს. 70, 80 ინფიცირებული (ბოტსვანის მოსახ. დაახლ. 2.700.000). უკლებლივ ყველა ატარებს პირბადეს ქუჩაშიც, მანქანაშიც. ქვეყნის მასშტაბით აცრილია; სამედიცინო პერსონალი 100%, მოსახლეობის 40% მდე და დედაქალაქის 90% ზე მეტი. რა თქმა უნდა ჩვენც მათ შორის. აქ ზაფხული ახლა მოვიდა და ყველა თავყრილობა თუ ღონისძიება ისედაც ღია სივრცეში იმართება (ხალხი მაინც პირბადეებით. არც ცხვირი გარეთ ). იმედი გვაქვს მომავალში დრამატული ცვლილებები არ მოხდება გმადლობთ, კიდევ ერთხელ", - წერს ნათია გიორგობიანი.