ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილის პალატის ფანჯარასთან დგას ავტომობილი, რომლიც ასხივებს ელექტრომაგნიტურ ტალღებს... ამით მესამე პრეზიდენტს კლავენ" - გიორგი ჩალაძე

"მიხეილ სააკაშვილის პალატის ფანჯარასთან დგას ავტომობილი, რომლიც ასხივებს ელექტრომაგნიტურ ტალღებს... ამით მესამე პრეზიდენტს კლავენ" - გიორგი ჩალაძე

გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელის გიორგი ჩალაძის განცხადებით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში, მიხეილ სააკაშვილის პალატის ფანჯრის ქვევით დგას ავტომობილი, რომელიც ელექრომაგნიტურ ტალღებს ასხივებს. ჩალაძის თქმით, მას გადაღებული აქვს ვიდეომასალა, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს. მისივე მტკიცებით, გამოსხივება, რომელიც სააკაშვილის პალატის ფანჯარასთან მდგომი ავტომობილიდან ვრცელდება, იწვევს სისხლის გათეთრებას, ფსიქიკურ პრობლემებს და გარდაცვალებასაც კი.

„ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ფანჯარასთან დგას მანქანა, რომელიც ასხივებს ელექტრომაგნიტურ ტალღებს. ეს არის ე.წ. სისტემა კუპოლი, ან „გუმბათი“, რისი გამოსხივებაც მინიმუმ 100 მეტრის რადიუსზე სასიცოცხლო საფრთხეს უქმნის ყველა გარშემომყოფს, იწვევს სისხლის გათეთრებიდან დაწყებული, ფსიქოლოგიური აშლილობით დამთავრებული. დღევანდელი ჩვენი კადრებით 1 კმ-ზეა დაფიქსირებული ეს გამოსხივება და ეს იწვევს ადამიანის ფსიქიკურ შეშლილობას, ჯანმრთელობის მოსპობას და სიკვდილს. ამას შეუძლია მოკლას ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი და ყველა ვინც ამ მანქანასთან 100 მეტრის რადიუსზე იმყოფება. ეს მანქანა იმ წუთიდან იმყოფება აქ, როცა მიხეილ სააკაშვილი გადმოიყვანეს. ამით მიხეილ სააკაშვილს კლავენ. ვთხოვ ნინო ლომჯარიას შეისწავლოს ფაქტი და მე ვთხოვ დიპლომატიურ კორპუსს, რომ ამაზე მოახდინონ უმკაცრესი რეაქცია“ - განუცხადა ჟურნალისტებს გორის სამხედრო ჰოსპიტალთან ჩალაძემ.