პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს დაესწრება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 7 ნოემბრის საქმეზე დღევანდელ სასამართლო პროცესს დაესწრება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს.
მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე მიიყვანეს. პენიტენციური სამსახურის მანქანა, რომელიც ესკორტის თანხლებით გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან ცოტა ხნის წინ გამოვიდა, თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ მივიდა.