თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, დიდი ოდენობით სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
საპოლიციო ძალები სასამართლოს როგორც შიდა, ასევე გარე პერიმეტრზე არიან გადანაწილებული.
ამ ეტაპზე სასამართლოს ეზოში არც მედიის წარმომადგენლებს და არც მოქალაქეებს უშვებენ.
სასამართლოს გარე პერიმეტრზე იმყოფებიან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებიც.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს 11:00 საათზე 7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის პროცესი იმართება. გორიდან წამოსული ესკორტი თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე მივიდა, პენიტენციური სამსახურის განცხადებით, სააკაშვილი დღეს სასამართლო პროცესს აესწრება.