ავტორი:

სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასასწრებად უკვე შევიდნენ მისი ადვოკატები და დედა, გიული ალასანია

სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასასწრებად უკვე შევიდნენ მისი ადვოკატები და დედა, გიული ალასანია

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, დიდი ოდენობით სამართალდამცავები არიან მობილიზებული. სასამართლოს შენობაში უკვე შევიდნენ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები და დედა, გიული ალასანია. ასევე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია. ამ პარტიის წარმომადგენელ რამდენიმე დეპუტატს კიდევ აქვს სურვილი სასამართლო სხდომაზე დასწრების, ეკა ხერხეულიძის თქმით, არის გარკვეული სია, რომლის მიხედვითაც შედიან დეპუტატები. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, დაცვის მხარე სააკაშვილის პროცესის პირდაპირ ეთერში ტრანსლირებას მოითხოვს.