ცოტა ხნის წინ სასამართლოს ტერიტორიაზე ვითარება დაიძაბა, მოხდა დაპირისპირება სამართალდამცავებს და აქციის იმ მონაწილეებს შორის, რომლებიც ცდილობდნენ სასამართლოს ეზოში, შემაღლებულ ტერიტორიებზე დროშებისა და პლაკატების გამოფენას.
სამართალდამცველებმა საპროტესტო აქციის მონაწილეების ნაწილი სასამართლოს შენობის ეზოდან გაიყვანეს.
პოლიციამ ჯიხურებზე ასული აქციის რამდენიმე მონაწილე ძალის გამოყენებით ჩამოიყვანა. სავარაუდოდ, რამდენიმე პირი დააკავეს. აქციის მონაწილეებმა პოლიციელების მიმართულებით ბოთლები ისროლეს. პოლიციამ კი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა, რის გამოც რამდენიმე პირი შეუძლოდ გახდა.