ავტორი:

საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გიგი უგულავა დააკავეს

საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გიგი უგულავა დააკავეს

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერი გიგი უგულავა დააკავეს. მასთან მივიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი გოგა მემანიშვილი, რომელმაც უგულავას განუცხადა, რომ ის ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.

უგულავა ადმინისტრაცვიულ სამართალდარღვეთა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

"თქვენ მოუწოდებდით მოქალაქეებს გზის სავალი ნაწილზე გადასვლისკენ, შესაბამისად ადმინისტრაციული წესით ხართ დაკავებული“, - განუცხადა გოგა მემანიშვილმა უგულავას. სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება.