ავტორი:

სააკაშვილის საქმის პროკურორებმა მესამე პრეზიდენტის ერთ-ერთი ადვოკატის, ნიკა გვარამიას აცილება მოითხოვეს - რა გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ

სააკაშვილის საქმის პროკურორებმა მესამე პრეზიდენტის ერთ-ერთი ადვოკატის, ნიკა გვარამიას აცილება მოითხოვეს - რა გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ

მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორებმა ყოფილი პრეზიდენტის ერთ-ერთი ადვოკატის, ნიკა გვარამიას აცილება მოითხოვეს. აღნიშნული შუამდგომლობა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა სასამართლო პროცესზე გააჟღერა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, შესაბამისად, გვარამია სასამართლო პროცესზე სააკაშვილის ინტერესების დაცვას განაგრძობს.

წიკლაურის განმარტა, რომ აცილების შუამდგომლობა ემაყრებოდა იმას, რომ საქმეზე, რომელიც ეხებოდა 7 ნოემბრის მოვლენებს, ნიკა გავარამია ამ საქმეებში პროკურორის სტატუსით იყო ჩართული.

"ჩართული იყო იმაში, რომ კოტრდაზვერვის წარმომადგენლები გაიგზავნა ტელეკომპანია "იმედში“. 7 ნოემბრის ღამეს, როცა დარბევა ხდებოდა, გვარამია და იმჟამინდელი გენპროკურორის მოადგილე ლაცაბიძეც იმყოფებოდნენ "მოდულში“, საიდანაც ნიკა გავრამიამ და პროკურატურის ხელმძღვანელებმა გასცეს მითითება და გამომძიებლები სამართლებრივი საფუძვლის გარეშე "იმედში“ შევიდნენ და გამოაძევეს ჟურნალისტები“, - განაცხადა წიკლაურმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, გვარამიამ განაცხადა, რომ პროკურორი “აზრზე არ იყო, რას ლაპარაკობდა“.

"აზრზე არ ხარ, რას ლაპარაკობ, ყოფილი პროკურორი შენ ხარ“, - განაცხადა გვარამიამ.

აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურორმა განაცხადა, რომ ნიკა გვარამიას ამ საქმეში ჩართვა დაუშვებელია.