ავტორი:

"მოვუწოდებ „ცხელ თავებს" „ნაციონალურ მოძრაობაში", ხელი აიღონ იმ განზრახვებიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს" - ალუდა ღუდუშაური

"მოვუწოდებ „ცხელ თავებს" „ნაციონალურ მოძრაობაში", ხელი აიღონ იმ განზრახვებიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს" - ალუდა ღუდუშაური

"მოვუწოდებ „ცხელ თავებს" „ნაციონალურ მოძრაობაში", ხელი აიღონ იმ განზრახვებიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანებს, საზოგადოებრივ წესრიგს - უგულავა არის მოსიარულე სირცხვილი, როგორ ბედავს ეს „ფარჩაკი" და შეურაცხყოფას აყენებს პოლიციელებს" - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე აქციას და გიგი უგულავას დაკავებას გამოეხმაურა. მისი თქმით, სამართალდარღვევაზე პოლიციას ადეკვატური რეაგირება ექნება.

„გიგი უგულავა ჩამოყალიბდა ქვეყნის სირცხვილად, ოპოზიციის სირცხვილად ამავდროულად. ყველამ კარგად დავინახეთ, როგორ ესაუბრება პოლიციის წარმომადგენელს და როგორი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს საქართველოს პოლიციას, იმ პოლიციას, რომელიც იცავს კანონს და არ არბევს ადამიანებს. ნიშანდობლივია, რომ დღეს პროცესი მიმდინარეობს ისეთ საქმეზე, როგორიც არის ტელეკომპანია "იმედის" დარბევა, ჟურნალისტების ცემა და მძიმე დანაშაულები, რაც ამ პერიოდს ახლდა თან. აქედან გამომდინარე ავანგარდში მყოფი უგულავა ამ პროცესებისა, დღეს იმ პოლიციას, რომელიც აბსოლუტურად მშვიდად იცავს მართლწესრიგს, აყენებს შეურაცხყოფას და ეს ადამიანი არის მართლაც სირცხვილი, მე მას მოვუწოდებ, ხელი აიღოს ამ განზრახვისგან, თორემ უგულავა, როგორც ოპოზიციის წარმომადგენელი კი არა, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე არის მოსიარულე სირცხვილი, მას სახე ნამდვილად არ აქვს, დაკარგული აქვს და მე მას ვურჩევდი, უბრალოდ, ადამიანობა მაინც გამოიჩინოს და პოლიციას და იმ ადამიანებს, ვინც ქვეყნის ღირსებას იცავენ, შეურაცხყოფას ნუ მიაყენებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას მოუწევს პასუხისგება თავის ამ სამარცხვინო საქციელის, მართლაც ეს "ფარჩაკი", როგორ ბედავს და შეურაცხყოფას როგორ აყენებს პოლიციას, რომელიც იცავს, მათ შორის, ამ ქვეყნის სირცხვილის უფლებებს,"- განაცხადა ღუდუშაურმა.