თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. განიხილავენ ე.წ. 7 ნოემბერის საქმეს. შეგახსენებთ, 7 ნოემბრის აქციის დარბევის, "ტელეიმედში“ შეჭრისა და მთაწმინდის პარკის ჩამორთმევის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტების ბრალდება წარდგენილი აქვთ მიხეილ სააკაშვილს, დავით კეზერაშვილს, ზურაბ ადეიშვილს, გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილს.
ადვოკატების მოთხოვნის შემდეგ, მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, "საზოგადოებრივ მაუწყებელს" მიეცა პროცესიდან პირდაპირი ტრანსლირების უფლება, რომელსაც გთავაზობთ.