ავტორი:

სიგარეტის უსიამოვნო სუნი ავტომობილებში და პრობლემის გადაჭრის გზა

სიგარეტის უსიამოვნო სუნი ავტომობილებში და პრობლემის გადაჭრის გზა

ავტომობილებში ტრადიციული სიგარეტის მოწევა მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. თამბაქოს კვამლში არსებული მიკრონაწილაკები აღწევენ ქსოვილებში, შედეგად ავტომობილის სალონში დიდი ხნის განმავლობაში რჩება არასასიამოვნო სუნი. ასევე ხშირია სალონის ფერფლით დაწვის შემთხვევებიც. თამბაქოს მძიმე სუნით გაჟღენთილი მანქანით მგზავრობა განსაკუთრებით უსიამოვნოა არამწეველთათვის.

მაგრამ რამდენად საზიანოა ეს ჯანმრთელობისთვის?

სიგარეტის მოწევისას გამოიყოფა კვამლი, რომელიც 6000-ზე მეტ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს და მათგან 70 კანცეროგენია. წვის შედეგად გამოყოფილი კუპრი და მხუთავი აირი მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების გამომწვევ მთავარ მიზეზად სახელდება. დახურულ სივრცეში მოწევა ზიანს აყენებს არა მხოლოდ მწეველის, არამედ მის გარშემომყოფების ჯანმრთელობასაც.

გამოსავალი? ალტერნატივა წვის გარეშე

უდავოა, რომ მწეველისთვის საუკეთესო არჩევანი მოწევის შეწყვეტაა, თუმცა, ის ზრდასრული მწეველები, რომლებიც სხვაგვარად გააგრძელებდნენ თამბაქოს მოხმარებას ან ნიკოტინის პროდუქტების გამოყენებას, საჭიროებენ წვდომას ალტერნატიულ პროდუქტებზე, რომლებიც მათ შესაძლებლობას მისცემს შეამცირონ ორგანიზმზე მიყენებული უარყოფითი ზეგავლენა.

თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობებს არ აქვს წვა. თამბაქოს გახურების შედეგად წარმოიქმნება აეროზოლი, რომლის წონის 90% წყალი და გლიცერინია. შესაბამისად. თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობები საშუალოდ 95%-ით ამცირებს მავნე ნივთიერებების რაოდენობას და არ წარმოქმნის კვამლს, ფერფლსა და უსიამოვნო სუნს.

R