ავტორი:

"მინიმუმ ორჯერ მაქვს უარი ნათქვამი უკრაინის პრემიერ-მინისტრობაზე" - მიხეილ სააკაშვილი

"მინიმუმ ორჯერ მაქვს უარი ნათქვამი უკრაინის პრემიერ-მინისტრობაზე" - მიხეილ სააკაშვილი

"უკრაინაში მე მეკავა ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია, "იფსოსის" გამოკითხვით, ვიყავი პირველ ადგილზე იმ კანდიდატებს შორის, რომელთა ნახვასაც უკრაინელი ხალხი პრემიერ-მინისტრად ისურვებდა" - ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა საქალაქო სასამართლოში საკუთარ სასამართლო პროცესზე გააკეთა.

ექსპრეზიდენტის თქმით, მან უკრაინაში უზრუნველ ცხოვრებაზე, ფუფუნებსა და მაღალ თანამდებობებზე უარი თქვა და საქართველოში ჩამოვიდა.

"პრეზიდენტ პოროშენკოს დროს მინიმუმ ორჯერ მაქვს უარი ნათქვამი უკრაინის პრემიერ-მინისტრობაზე. სახლიც მაქვს, კარიც, მაღალი ხელფასიც, პატივისცემაც. მთელ მსოფლიოში ვკითხულობ ლექციებს. ყველა ამ ლექციაში მიხდიან ბევრ ფულს. ამგვარად, ეს ყველაფერი გვერდზე გადავდე, უარი ვთქვი, დროებით ყოველ შემთხვევაში, და ჩამოვედი საქართველოში. ზუსტად ვიცოდი, შეიძლება მოვეკალი გზაში ან ჩამოსვლისას, როგორც ზვიად გამსახურდია, ან დილეგში ჩავესვი. ალბათ ბევრი ადამიანი იტყვის, რომ მე არ ვარ საღ ჭკუაზე, რამ უნდა აიძულოს ადამიანი, რომ ფუფუნება, პატივისცემა, თანამდებობა ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში გადადოს გვერდზე და გადაეშვეს მოვლენებში, საიდანაც თავის დაძვრენა ძნელია.

მიზეზი თუ რატომ ვარ აქ, ეს არის ის, რომ მე მართლაც მიყვარს უკრაინა, სადაც 17 წელი ვიცხოვრე, მაგრამ გიჟივით მიყვარს საქართველო, სადაც დავიბადე და გავიზარდე. " - განაცხადა მესამე პრეზიდენტმა.