ავტორი:

"ირაკლი ჩარკვიანი, რომელიც ჩემი მეგობარი იყო და ერთად გავიზარდეთ, მეუბნებოდა, გელა გასულია და მალე მოვაო" - სააკაშვილი სასამართლოზე სიზმარს მოჰყვა

"ირაკლი ჩარკვიანი, რომელიც ჩემი მეგობარი იყო და ერთად გავიზარდეთ, მეუბნებოდა, გელა გასულია და მალე მოვაო" - სააკაშვილი სასამართლოზე სიზმარს მოჰყვა

ამ წუთებში თბილისის სამოქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს, სადაც ექსპრეზიდენტი სიტყვით გამოდის. სააკაშვილმა მოსახლეობას მიმართა და შემდეგ სიზმარი მოჰყვა, რომელიც გელა ჩარკვიანის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ნახა.

"მე ვიცი, რომ გელა ჩარკვიანი იყო სიცოცხლის ბოლო დღეებში ჩემი გათავისუფლების პეტიციის პირველი ხელმომწერი. მისი გარდაცვალების ამბავი გავიგე, მე -18 დაწესებულებაში გონების დაკარგვამდე. ძალიან განვიცადე. გელა ხშირად ამბობდა, რომ მე ვიყავი მისი საუკეთესო მოსწავლე. მე, უბრალოდ, ჩემ თავს ვუთხარი, რომ ვერ მომეცა საშუალება მენახა და მეთქვა, რომ ის იყო ჩემი საუკეთესო მასწავლებელი. შეიძლება მისტიკაა, მაგრამ რამდენიმე დღით ადრე, სანამ გელას გარდაცვალებას გავიგებდი, პეკინის ქუჩაზე მათი ბინა დამესიზმრა. თითქოს ირაკლი ჩარკვიანი, რომელიც ჩემი მეგობარი იყო და ერთად გავიზარდეთ, მეუბნებოდა გელა გასულია და მალე მოვაო. რამდენიმე დღეში გავიგე მისი გარდაცვალების ამბავი...“ - ამბობს სააკაშვილი.