ავტორი:

ლინდსი ლოჰანი არაბ ბანკირზე დაინიშნა - ვინ არის მსახიობის რჩეული?

ლინდსი ლოჰანი არაბ ბანკირზე დაინიშნა - ვინ არის მსახიობის რჩეული?

28 ნოემბერს, ამერიკელმა მსახიობმა ლინდსი ლოჰანმა მისი და ბადერ შამასის ნიშნობის ამბავი "ინსტაგრამით" გაავრცელა.

35 წლის მსახიობმა, წყვილის ერთობლივი ფოტოები ატვირთა, რომელზეც ბედნიერად ეხუტებიან ერთმანეთს და საპატარძლოს ნიშნობის ბეჭედიც ჩანს.

მსახიობმა ფოტოებს მცირე ტექსტიც მიაწერა: "ჩემი სიყვარული. ჩემი ოჯახი. ჩემი მომავალი“. წარწერას ლინდსიმ ბრილიანტის ბეჭდის "ემოჯიც“ დაურთო და საქმროც მონიშნა პოსტზე.

ლინდსი ლოჰანი, სკანდალური წარსულის მიუხედავად, ბოლო რამდენიმე წელია მშვიდ ცხოვრებას ეწევა და ტაბლოიდურ მედიას დიდი ხანია თვალში აღარ მოხვედრია.

ლინდსი ლოჰანი 2016 წელს უკვე იყო დანიშნული რუს მილიონერზე, თუმცა საბოლოოდ, წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

ლინდსის ახალ საქმროზე - ბადერ შამასზე, ჯერჯერობით ცოტა რამაა ცნობილი. რაც დანამდვილებით ვიცით, არის ის, რომ ცნობილი მსახიობის მომავალი მეუღლე 34 წლისაა და დუბაიდანაა. აგრეთვე, როგორც "Harper's Bazaar Arabia" იტყობინება, შამასი საერთაშორისო ქონების მართვის კომპანიაში "კრედიტ სვისში“ ვიცე - პრეზიდენტის თანაშემწედ მუშაობს.

წყარო

მოამზადა ანა სიბოშვილმა