ავტორი:

გიგი უგულავა მარნეულში, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს

გიგი უგულავა მარნეულში, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა პოლიციამ, მარნეულში, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა.

ამის შესახებ ინფორმაცია პოლიტიკოსის "ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.

"გიგი უგულავა მარნეულშია გადაყვანილი. პოლიციამ თბილისში ადგილები არ გვაქვსო,“ - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერი გიგი უგულავა დააკავეს.

უგულავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.