ავტორი:

"სააკაშვილისთვის არის უკიდურესად პრინციპული, რომ 2 დეკემბერს, ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვას დაესწროს" - ნიკა გვარამია

"სააკაშვილისთვის არის უკიდურესად პრინციპული, რომ 2 დეკემბერს, ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვას დაესწროს" - ნიკა გვარამია

"2 დეკემბერს არის ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვა. სააკაშვილისთვის არის უკიდურესად პრინციპული, რომ ამ საქმეს დაესწროს", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, იმედოვნებენ, რომ სხდომას მიხეილ სააკაშვილს რაიმე შეფერხების გარეშე დაესწრება.

"ჩვენ ვისაუბრეთ მეორე საქმესთან დაკავშირებით: 2 დეკემბერს არის ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვა, მისთვის არის უკიდურესად პრინციპული, რომ ამ საქმეს დაესწროს და ვიმედოვნებთ, რომ არავითარი შეფერხება ამ მიმართულებით არ იქნება.

პროკურატურა ცდილობს, რომ ციხეში ჩასვას ბევრი წლით და ზუსტად იგივენაირად არ გამოუვა ეს“, - განაცხადა გვარამიამ.