ავტორი:

"მოსახლეობის მესამედია ორჯერადად აცრილი - ეს არის ფიჩხი, რომელიც ყოველ წუთს შეიძლება აგიზგიზდეს, შემაშფოთებელი პროგნოზია" - პაატა იმნაძე

"მოსახლეობის მესამედია ორჯერადად აცრილი - ეს არის ფიჩხი, რომელიც ყოველ წუთს შეიძლება აგიზგიზდეს, შემაშფოთებელი პროგნოზია" - პაატა იმნაძე

"ზამთარს ისე ვხვდებით, რომ მოსახლეობის მესამედია ორჯერადად აცრილი - ეს არის ფიჩხი, რომელიც ყოველ წუთს შეიძლება აგიზგიზდეს, შემაშფოთებელი პროგნოზია", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, მოსახლეობის 40 პროცენტი „არის ამთვისებელი ინფექციისადმი“, რის გამოც შემთხვევათა რაოდენობის ზრდა მოხდება.

"ყველაზე მეტად ის გვაწუხებს, რომ ზამთარს ვხვდებით სამწუხაროდ ისე, რომ მესამედი მოსახლეობა არის ორჯერადად აცრილი, ეს გვაწუხებს. ამას თუ გადატანილებსაც დავამატებთ, უახლოეს პერიოდში გადატანილებს, დღეს ვისაც აქვს იმუნიტეტი, ეს იქნება, ალბათ, ჩვენი მოსახლეობის 60%-მდე. თითქმის ნახევარი, ჩვენი მოსახლეობის არის ამთვისებელი ამ ინფექციისადმი, ეს არის ძალიან დიდი ფიჩხი, რომელიც ყოველ წუთს შეიძლება ისევ აგიზგიზდეს. ჩვენ რომ 4 000-ს ჩამოვცდით ეს არაფერს არ ნიშნავს, ერთ-ორ კვირაში ისევ დაიწყება მატება და შემაშფოთებელი პროგნოზია”, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

პაატა იმნაძის თქმით, კორონავირუსის ახალი შტამი, „ომიკრონი“ „დელტაზე“ უფრო სწრაფად გავრცელდება და განსაკუთრებით პრობლემებს საქართველოს მსგავს ქვეყნებს შეუქმნის.

„ყველაფრიდან ასე ჩანს, რომ „ომიკრონი", ალბათ, „დელტაზე“ უფრო სწრაფად გავრცელებადი იქნება. რა თქმა უნდა, ეს ისევ და ისევ ჩვენნაირ ქვეყნებს შეუქმნის ყველაზე მაღალ რისკს, ქვეყნებს, სადაც იმუნური მოსახლეობის წილი არ არის მაღალი. ძალიან ცოტა დრო არის გასული და ალბათ, ერთი-ორი კვირა იქნება საჭირო, რომ უფრო დაზუსტებული მეცნიერული მტკიცებულებები მივიღოთ, ჯერჯერობით ასე ჩანს, რომ ის უფრო სწრაფად ვრცელდება, კიდევ უფრო სწრაფად, ვიდრე „დელტა“ ვარიანტი, შესაბამისად, უფრო მეტ ადამიანს გახდის უფრო მცირე დროში ერთდროულად ავად, რაც გამოიწვევს გადატვირთვას.

ძალიან მალე შეიძლება, მთელ დედამიწაზე ისეთივე დომინანტური გახდეს „ომიკრონი", როგორიც თავის დროზე - ზაფხულში, ზაფხულამდე ბრიტანული ვარიანტი იყო”, - განაცხადა პაატა იმნაძემ.