ავტორი:

პირველად საქართველოში „ლიტერატურული ბოქსის“ გამოწერას შეძლებთ! - რას აღმოაჩენთ მასში

პირველად საქართველოში „ლიტერატურული ბოქსის“ გამოწერას შეძლებთ! - რას აღმოაჩენთ მასში

მთელ მსოფლიოში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ე.წ. Gift Box-ების გამოწერა, რომლის ბევრნაირი სახეობა არსებობს. მისი მთავარი არსი - სიურპრიზის და მოულოდნელობის ელემენტია, რაც მომხმარებელს ძალიან იზიდავს. არავინ იცის წინასწარ, რა ამოუვა გამოწერილ სასაჩუქრე ყუთში.საქართველოში პირველად, ნებისმიერ მსურველს უკვე შეუძლია გამოიწეროს „ლიტბოქსი“. ეს არის ლიტერატურული ყუთი, რომლის გამოწერის შემდეგ, ყოველთვიურად, მითითებულ მისამართზე მიიღებთ სასაჩუქრე ყუთს, რომელშიც მოთავსებული იქნება ორი წიგნი და სხვადასხვა საჩუქრები.

litbox.ge-ს საიტზე დარეგისტრირების შემდეგ, გამოწერის მომენტში საჭიროა აირჩიოთ სასურველი ჟანრი, რათა ყუთში აღმოჩენილი წიგნები თქვენს გემოვნებას და ინტერესებს მოერგოს. თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ მხატვრული, შემეხნებითი, საბავშვო ან სერიული სახის წიგნები. ერთი „ლიტბოქსის“ ღირებულება - 20 ლარია. მისი გამოწერის გაუქმება შესაძლებელი ნებისმიერ მომენტში იქნება, რადგან რეგისტრაციისას არ იღებთ ვალდებულებას, რომ გამომწერი გარკვეული ხანგრძლივობით იქნებით.

იმას, თუ რომელი წიგნები უნდა ჩაიდოს თქვენთვის განკუთვნილ სასაჩუქრე ყუთებში, ე.წ. „მრჩევლები“ გადაწყვეტენ, რომლებიც ლიტერატურული წრეების ცნობილი წარმომადგენლები და სხვადასხვა სფეროების სპეციალისტები არიან. მრჩევლები უზრუნველყოფენ, რომ წიგნები არა მარტო საინტერესო, არამედ სასარგებლოც იყოს და ადრესატზე მაქსიმალური ეფექტი და დიდი შთაბეჭდილება მოახდინონ.

“მსოფლიოში ძალიან აქტუალურია სხვადასხვა სასაჩუქრე ყუთების გამოწერის მიმართულება. განსაკუთრებით, კოსმეტიკის ყუთების. ამიტომ ვიფიქრე, რომ წიგნებით სავსე ყუთი საინტერესო იქნებოდა ყველასთვის. „ლიტბოქსის“ იდეაზე რამდენიმე წელი ვფიქრობდი და წელს შევუდექით მის განხორციელებას. ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი წიგნების არჩევაა და იმისთვის, რომ ეს მნიშვნელოვანი პროცესი სწორად და ნაყოფიერად წარიმართოს, დახმარება ლიტერატურული წრეების წარმომადგენლებს - მწერლებს, ფსიქოლოგებს და სხვა სფეროს სპეციალისტებს ვთხოვეთ. სხვათა შორის, ძალიან პოზიტიურად შეხვდნენ „ლიტბოქსის“ იდეას. მრჩევლობას გვიწევენ ის ადამიანები, ვისი რჩევაც ნამდვილად მნიშნელოვანი და დასაფასებელია“ - თამუნა როსტიაშვილი, ლიტბოქსის დამფუძნებელი.

„ლიტბოქსის“ საშუალებით არა მხოლოდ სასიამოვნო საჩუქარს გაუკეთებთ საკუთარ თავს (რატომაც არა?), მეგობარს ან ახლობელს, არამედ დაზოგავთ ბიუჯეტს და დროს. თქვენ სახლიდან გაუსვლელად მიიღებთ თვეში 2 წიგნს და საჩუქარს, საკმაოდ ბიუჯეტური თანხით.

„ლიტბოქსი“ განკუთვნილია ყველასთვის. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ როგორც მხატვრული ლიტერატურის, ისე შემეცნებითი და საბავშო ბოქსი.„ ლიტბოქსი“ დავყავით ჟანრებად და გამოვყავით ცალკე საბავშვო ხაზი, რომელიც თავის მხრივ კიდევ იყოფა ასაკობრივ კატეგორიებად. საბავშვო „ლიტბოქსი“ბავშვს წიგნს და კითხვას უფრო შეაყვარებს, რადგან ის საჩუქრის და სიურპრიზის ემოციის შემქმნელია. წიგნი განსაკუთრებული რამაა. მასთან ერთად ვიზრდებთ, ვითარდებით, ვერთობით, ვმოგზაურობთ სხვადასხვა ჯადოსნურ სამყაროში. „ლიტბოქსი“ სიურპრიზის და მოლოდინის ეფექტს ბევრად სასიამოვნოს გახდის წიგნების მიღების პროცესს. წელს თბილისი წიგნების დედაქალაქია და მიხარია, რომ სწორედ 2021 წელს მოვასწარით პროქტის ჩაშვება. ამ პროექტით ხელს შევუწყობთ წიგნის გავრცელებას და პოპულარიზაციას“. - თამუნა როსტიაშვილი.

როდესაც გააფორმებთ გამოწერას, „ლიტბოქსს“ ყოველთვიურად მიიღებთ, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ პირველი ყუთის მიღების შემდგომ მიმდინარე თვის 30 რიცხვამდე გააუქმებთ გამოწერას, შემდეგი თვის „ლიტბოქსს“ აღარ მიიღებთ. გამოწერა უნდა განხორციელდეს ყოველი თვის 30 რიცხვამდე, რომ „ლიტბოქსი“ მომდევნო თვის 7 - 10 რიცხვში მიიღოთ.

ლიტერატურული ბოქსი ასევე ძალიან კარგი საახალწლო საჩუქარიც იქნება. მისი გამოწერა საიტზე უკვე შესაძლებელია!გამოიწერეთ „ლიტბოქსი“ და იმოგზაურეთ ლიტერატურის ჯადოსნურ სამყაროში!