ავტორი:

ბარბადოსი ოფიციალურად რესპუბლიკა გახდა - საზეიმო  ღონისძიება  და პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონია (ფოტოები)

ბარბადოსი ოფიციალურად რესპუბლიკა გახდა - საზეიმო  ღონისძიება  და პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონია (ფოტოები)

ბარბადოსმა დედოფალ ელისაბედ II -ის მმართველობაზე უარი ოფიციალურად განაცხადა და რესპუბლიკა გახდა. ქვეყნის დამოუკიდებლობის 55-ე წლისთავზე, ქვეყნის დედაქალაქ ბრიჯთაუნში გამართულ ღონისძიებაზე დემ სანდრა მეისონმა საპრეზიდენტო ფიცი დადო.

ხელისუფლების ოფიციალური ცვლილების აღსანიშნავად, ბრიტანეთის სამეფო დროშა საზეიმოდ დაეშვა. ღონისძიებაზე უელსის პრინცი, ჩარლზი იყო მიწვეული.

საპატიო სტუმრის სტატუსით სიტყვით გამოსვლისას, პრინცმა ჩარლზმა განაცხადა, რომ კონსტიტუციური სტატუსის ცვლილების მიუხედავად, ორ ერს შორის ურთიერთობები გაგრძელება.

გასულ თვეში ბარბადოსი პარლამენტში ჩატარებული კენჭისყრის შემდეგ, არჩეულ პრეზიდენტად 72 წლის დემ სანდრა მეისონი დასახელდა, რომელიც 2018 წლიდან კუნძულის გენერალ-გუბერნატორად მსახურობდა.

ბარბადოსმა რესპუბლიკად გადაქცევის გეგმა შარშან დააანონსა.

ბარბადოსი, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 285 000-ს შეადგენს, კარიბის ზღვის ერთ-ერთი ყველაზე დასახლებული და წარმატებული კუნძულია. ინგლისელებმა კუნძული პირველად 1627 წელს დაიკავეს და ის ბრიტანეთის კონტროლის ქვეშ მოექცა. ქვეყანა სრულად დამოუკიდებელი 1966 წელს გახდა.