ავტორი:

ვიქტორია და დევიდ ბექჰემების სასახლეების კოლექცია და 31-მილიონიანი ვილა ლონდონში -  როგორ სახლში ცხოვრობს პოპულარული წყვილი

ვიქტორია და დევიდ ბექჰემების სასახლეების სიაში ყველაზე ძვირადღირებული და ელეგანტური მათი ლონდონის სახლია.

წყვილი რამდენიმე ძვირადღირებულ სახლს ფლობს : მაიამიში ბექჰემების საცხოვრებელი 19 მილიონ ფუნტადაა შეფასებული, ასევე აქვთ 6-მილიონიანი კოტსვოლდის სასახლე, რომელსაც ოჯახი დასასვენებლად ხშირად სტუმრობს, თუმცა მათი მთავარი საცხოვრებელი, 31 მილიონ ფუნტად შეფასებული ლონდონის სახლია.

ბექჰემების სასახლე მაიამიში

კოტსვოლდის სახლი

ბექჰემების ლონდონის საცხოვრებელი, ჰოლანდ პარკის ტერიტორიაზეა, აქვს სავარჯიშო დარბაზი და ღვინის მარანი. სახლის ინტერიერს წყვილის ინსტაგრამის პოსტებიდან ვნახულობთ. მიუხედავად იმისა, რომ მათი სახლი ზომით დიდია, ფოტოებიდან მაინც კომფორტული და თბილი ატმოსფერო იგრძნობა.

წყვილის საცხოვრებელი, სამჯერ უფრო ძვირია, ვიდრე პრინც ჰარისა და მეგან მარკლის სახლი კალიფორნიაში.

2016 წელს ბექჰემებმა რესტავრაციაში დაახლოებით, 8 მილიონი ფუნტი დახარჯეს და მათი სახლი ლონდონში ყველაზე ძვირადღირებულად ითვლება.

წყარო

მოამზადა ანა სიბოშვილმა