ავტორი:

"ღმერთო, მადლობა ყველაფრისთვის" - ანიტა რაჭველიშვილი დედა გახდა: რას წერს მომღერალი "ფეისბუქზე"

"ღმერთო, მადლობა ყველაფრისთვის" - ანიტა რაჭველიშვილი დედა გახდა: რას წერს მომღერალი "ფეისბუქზე"

ოპერის მომღერალ ანიტა რაჭველიშვილს შვილი შეეძინა, გოგონა, რომელსაც ლილეანა დაარქვეს, 30 ნოემბერს დაიბადა. სასიამოვნო ამბის შესახებ ინფორმაციას ანიტა "ფეისბუქ" გვერდზე ავრცელებს.

"წუხელ პატარა ლილეანა მაისურაძე დაიბადა. ანიტა და ლილე ორივე ჯანმრთელები არიან და თავს შესანიშნავად გრძნობენ. ღმერთო, მადლობა ყველაფრისთვის" - წერს ანიტა რაჭველიშვილი.

მომღერალმა გულშემატკივრებს ორსულობის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ ზაფხულში გაუზიარა. "ეს საოცრება მოხდა... ყველაზე ბედნიერი დღეებია ჩვენს ცხოვრებაში!" - წერდა მომღერალი.

ანიტა და მისი მეუღლე ოთარ მაისურაძე ხუთი წლის წინ დაქორწინდნენ. ლილეანა მათი პირველი შვილია.