ავტორი:

მსახიობი, რომელიც "ფარულ ვნებაში" ლეანდროს როლს ასრულებდა, გარდაიცვალა - 41 წლის სებასტიან ბოსკანის ტრაგიკული ამბავი

მსახიობი, რომელიც "ფარულ ვნებაში" ლეანდროს როლს ასრულებდა, გარდაიცვალა - 41 წლის სებასტიან ბოსკანის ტრაგიკული ამბავი

კოლუმბიელი მსახიობი სებასტიან ბოსკანი, რომელიც ქართველ მაყურებელს საპნის ოპერა "ფარული ვნებიდან“, ლეანდრო სანტოსის როლით ახსოვს, 28 ნოემბერს გარდაიცვალა.

41 წლის მსახიობი გლობალური მასშტაბით პოპულარული სწორედ ლეანდრო სანტოსის როლმა გახადა, რადგანაც სერიალი მსოფლიოს 120 ქვეყანაში გაიყიდა.

სერიალის მომდევნო სეზონის გადაღება უკვე დაწყებულია, თუმცა სებასტიანის გარეშე. მსახიობი გარდაცვალებამდე გულდაწყვეტით ამბობდა, რომ მისთვის არავის შეუთავაზებია ტელენოველის ახალ სეზონში მონაწილეობა.

ბოსკანის ჟურნალისტი მეგობრის ცნობით, რომელმაც "ინსტაგრამზე" გაავრცელა მსახიობის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია, თქვა, რომ სებასტიანს კუჭის კიბო ჰქონდა.