ავტორი:

კულინარიულ გზამკვლევში 80-მდე აჭარული კერძის რეცეპტი განთავსდება

კულინარიულ გზამკვლევში 80-მდე აჭარული კერძის რეცეპტი განთავსდება

აჭარის კულინარიულ გზამკვლევში 80 - მდე აჭარული კერძის შეტანა იგეგმება. წიგნში, რომელზეც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარებისსააგენტო მუშაობს, ნაკლებცნობილი და მივიწყებული აჭარული კერძების, დესერტებისა დაწასახემსებლების რეცეპტები, ფოტოები და კერძთან დაკავშირებული ტრადიციებიგანთავსდება.

კულინარიული ექსპედიციისას ჩატარებულმა კვლევამ ისეთი კერძებისა და დესერტებისგაცოცხლებას შეუწყო ხელი, რომლებსაც ადგილობრივებიც აღარ იცნობენ და იყენებენკვებისას. სირვალი, მოთრიელა, ჭინჭრიბუხი, ფესტილშორვა, ქათმის ფიფინა, ყაფლამა იმ 76 კერძს შორისაა, რომელთა რეცეპტებსაც დაინტერესებული პირები კულინარიულ გზამკვლევშინახავენ.

ვინაიდან აჭარული სამზარეულო კერძების ნაირგვარობით და ლოკალური თავისებურებებითხასიათდება, კულინარიული კვლევა მუნიციპალიტეტების, ხეობებისა და იაილების მიხედვითგანხორციელდა. ის მოიცავს როგორც ზემოაჭარულ, ისე ქობულეთურ და ლაზურ კულინარიას. გზამკვლევში წარმოდგენილი იქნება მთავარი კერძი, დესერტი, საწებლები, მურაბები, მარინადები, რძის ნაწარმი, წასახემსებლები, ღვინის სახეობები და ყურძნის წვენისგანდამზადებული სხვა პროდუქტები. ავთენტური სამზარეულოს აღდგენის მიზნით აჭარულისამზარეულოს ინვენტარი და ჭურჭელიც შეისწავლეს.

კულინარიული გზამკვლევი ერთის მხრივ აჭარის მრავალფეროვანი კერძებისპოპულარიზაციას, მეორეს მხრივ კი მათ მენიუებში შეტანას შეუწყობს ხელს. წიგნი წლისბოლომდე გამოიცემა და ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.