ავტორი:

როგორც იმუშავებს "მწვანე პასპორტის" მექანიზმი, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება - ბექა ფერაძის განმარტება

როგორც იმუშავებს "მწვანე პასპორტის" მექანიზმი, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება - ბექა ფერაძის განმარტება

ხვალიდან საქართელოში "მწვანე პასპორტის" კონცეფცია ამოქმედდება. შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ განმარტა, როგორ იმუშავებს აღნიშნული მექანიზმი.

იმისთვის, რომ პირს ჰქონდეს „მწვანე“ სტატუსი, ის უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე კრიტერიუმიდან ერთ-ერთს: უნდა იყოს ვაქცინირებული, კოვიდგადატანილი, ჰქონდეს ბოლო 72 ვალიდური PCR ტესტი, ან 24 საათის განმავლობაში უნდა იყოს გატესტილი სწრაფი ანტიგენ ტესტით.

როგორც ბექა ფერაძემ განაცხადა, „მწვანე“ სტატუსის მქონე პირი შესაბამის სერვისებს მიიღებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც:

"ხვალიდან საქართელოში მწვანე ბარათების კონცეფცია ამოქმედდება, რომლის შესახებაც საზოგადოებას გასული დღეების განმავლობაში არაერთგზის მივაწოდეთ ინფორმაცია. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ, თუ როგორ იმუშავებს აღნიშნული მექანიზმი, როგორი მექანიზმები იქნება აღსრულების კუთხით: იმისათვის, რომ პიროვნებას ჰქონდეს „მწვანეს“ სტატუსი, ის უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე კრიტერიუმს: უნდა იყოს ვაქცინირებული, უნდა იყოს კოვიდგადატანილი, უნდა ჰქონდეს ბოლო 72 ვალიდური PCR ტესტი, ან სწრაფი ანტიგენ ტესტით 24 საათის განმავლობაში უნდა იყოს გატესტილი. პანდემიის ეფექტური მართვის, ბიზნესის და მოქალაქეებისთვის სერვისების შეუფერხებლად მიწოდების მიზნით, ჯანდაცვის მიერ შემუშავდა ორი აპლიკაცია: „კოვიდპასი“ და „ჯორჯია იჰელსი.“

"კოვიდპასის“ აპლიკაციით სარგებლობა შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირს, იქნება ეს საქართველოს მოქალაქე, თუ უცხოელი ვიზიტორი, სხვადასხვა დაწესებულებაში შესვლისა და სხვადასხვა სერვისებით სარგებლობის მიზნით. უფრო კონკრეტულად, უცხოელი ვიზიტორი, როდესაც გადმოკვეთს საზღვარს და წარადგენს კოვიდ სტატუსს, ინფორმაცია აისახება შესაბამის აპლიკაციაში, ის მარტივად გადმოიწერსს კოვიდაპლიკაციას და შეუფაერხელბად შეძლებს ამის შემდეგ ნებისმიერი სერვისით სარგებლობას, სადაც მოთხოვნილია მწვანე პასპორტი. რაც შეეხება აპლიკაციას „ჯორჯია იჰელსი“, ეს აპლიკაცია გამიზნულია იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი გეგმავს საზღვარგარეთ მოგზაურობას. იმისთვის, რომ შეუფერხებლად მიიღოს ის სერვისები, რომელიც გათვალისწინებულია აღნიშნული აპლიკაციით, მას უნდა ჰქონდეს ეს აპლიკაცია გადმოწერილი და ევროკავშირის შესაბამის ქვეყნებთან, რომელიც მიერთებულია შესაბამის სისტემასთან, უზრუნველყოფს იმ სერვისების მიღებას, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში იქნება ინტეგრირებული“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.