ავტორი:

გამჭირვალე და მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყარო მედიკამენტებზე - "ფარმადეპომ“  ახალი პორტალი SANDO.COM.GE პრეზენტაცია გამართა

გამჭირვალე და მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყარო მედიკამენტებზე - "ფარმადეპომ“  ახალი პორტალი SANDO.COM.GE პრეზენტაცია გამართა

,,პლატფორმა სრულიად ორიენტირებულია ცნობიერების ამაღლებაზე და ჩვენი თანამოქალაქეების ინფორმირებულობაზე”- განაცხადა „ფარმადეპოს“ ქსელის ხელმძღვანელმა პლატფორმა ახალი საგანმანათლებლო პორტალის SANDO.COM.GE პრეზენტაციის შემდეგ.

როგორც ფარმადეპოს ქსელის ხელმძღვანელმა ქეთი კოზმანაშვილმა განაცხადა, პლატფორმა სრულად სოციალური პასუხისმგბლობის ფარგლებშია და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

,,პლატფორმა SANDO.COM.GE არის ჩვენი ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი, რომელიც წარმოადგენს მედიკამენტების საძიებო სისტემას და მოიცავს საქართველოში რეგისტრირებულ ყველა პრეპარატს. კერძოდ, მოქალაქეებს ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ ამომწურავი და დეტალური ინფორმაცია მათთვის სასურველი მედიკამენტების, მისი გენერიული დასახელებების, მწარმოებელი ქვეყნებისა და ფასების შესახებ.

პლატფორმაზე ხელმისაწვდომია ყოველდღიურად განახლებადი ინფორმაცია მედიკამენტის ფასის შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ საიტზე წარმოდგენილია მედიკამენტების ძირითადი ფასები, კერძოდ არ არის გათვალისწინებული ქსელში არსებული ფასდაკლებები და სააქციო ფასები. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე პაციენტები შეძლებენ, მოახდინონ მათთვის სასურველი ფასის და ხარისხის მქონე წამლის შერჩევა იგივე გენერიული დასახელების ჭრილში, რაც იძლევა ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.

პლატფორმა სრულიად ორიენტირებულია ცნობიერების ამაღლებაზე და ჩვენი თანამოქალაქეების ინფორმირებულობაზე. ზოგადად, წამლის მოქმედებას განსაზღვრავს მისი აქტიური ნივთიერება, იგივე გენერიული დასახელება. უნდა აღინიშნოს, რომ პლატფორმა სრულად სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებშია და არ აქვს არავითარი კომერციული დატვირთვა”- განაცხადა ქეთი კოზმანაშვილმა.

აღნიშნული პლატფორმით მედიკამენტების მიმართ ინფორმირებულობის ზრდის მოლოდინი აქვთ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებსაც.

ექიმი პედიატრი, მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი თემურ მიქელაძე პლატფორმის აქტიური განვითარებით, მომხმარებლის არასაჭირო მედიკამენტებისაგან დაცვას ელის.

,,მთავარი მიზანი უნდა იყოს იმ ჭარბი მედიკამენტების აცილება პაციენტებისთვის, რასაც სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში თითოეული ჩვენგანი ხშირად ვხვდებით. ეს საიტი ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია. ახლა, ამ საიტს სჭირდება იმპლემენტაცია როგორც ექიმების დონემდე, ისევე მიტანა ყველა მოქალაქემდე. საკმაოდ დიდი სამუშაოა გასაწევი.

ამ საიტის მუშაობით და ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციებით მივიღებთ ისეთ ჯანსაღ გარემოს, რომ თავიდან ავაცილოთ მომხმარებელს პოლიპრაგმაზია და პოლიფარმაკოთერაპია. საიტით თვითონ შეეძლება მომხმარებელს გადაამოწმოს ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტი რა ხარისხისაა. თუ გადავამოწმებთ ხშირად ვნახავთ, რომ ორიგინალი ან მისი ევროპული ბრენდი ჯენერიკი უფრო იაფი ღირს, ვიდრე სიმულიაკრი. ამის კონტროლში ეს საიტი დანმდვილად დაეხმარება ყველა დაინტერესებულ პირს. საიტი წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელსაც ახლა ექიმების ჩართულობით კიდევ სჭირდება განვითარება“, - განაცხადა თემურ მიქელაძემ.

R