ავტორი:

"მაქვს უფლება, ახალი ვადით ვიყარო კენჭი..." - რას ამბობს ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტად კიდევ ერთი ვადით კენჭისყრასთან დაკავშირებით

"მაქვს უფლება, ახალი ვადით ვიყარო კენჭი..." - რას ამბობს ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტად კიდევ ერთი ვადით კენჭისყრასთან დაკავშირებით

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ამ დროისთვის არ აქვს მიღებული გადაწყვეტილება, იყრის თუ არა კენჭს კიდევ ერთი ვადით.

რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კრემლის ლიდერმა ფორუმზე "რუსეთი გიხმობს“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"კონსტიტუციის შესაბამისად, მაქვს უფლება, ახალი ვადით ვიყარო კენჭი. გავაკეთებ, თუ არა ამას, ამის შესახებ ჩემთვისაც არ მიმიღია გადაწყვეტილება“, - განაცხადა პუტინმა.

ცნობისთვის, 24 მარტს რუსეთის დუმამ მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ, რომელიც ვლადიმერ პუტინს უფლებას ანიჭებს, მეხუთე ვადით იყაროს კენჭი რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე.