ავტორი:

ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი გერმანელი მეგობარი გოგონას შვებულება ჯადოსნურ მალდივებზე და რომანტიკული ფოტოსესია

ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი გერმანელი მეგობარი გოგონას შვებულება ჯადოსნურ მალდივებზე და რომანტიკული ფოტოსესია

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანელ მეგობარ გოგონასთან, შარლოტა ელენასთან ერთად მალდივებზე ისვენებს.

ზღაპრული შვებულების ამსახველ ფოტოებს კი შარლოტა "ინსტაგრამზე" აქვეყნებს.

ბასილაშვილის გერმანელი გერლფრენდი, რომელიც თვითონაც ჩოგბურთელია, ხშირად აქვეყნებს ნიკოლოზთან ერთად გადაღებულ რომანტიკულ ფოტოებს. ის საქართველოშიც არაერთხელ იყო. მისი ინსტაგრამ სთორების საშუალებით კი საზოგადოებამ რამდენიმე თვის წინ ისიც შეიტყო, რომ შარლოტა ქართულს სწავლობს.

ნიკოლოზ ბასილაშვილის პირადი ცხოვრება ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც ის ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებით 22 მაისს დააკავეს.

პროკურატურის ვერსიით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. სასამართლომ სპორტსმენს აღკვეთის ღონისძიებად გირაო 24 მაისს შეუფარდა. ჩოგბურთელი კი სასამართლო დარბაზიდან ასი ათასიანი გირაოს გადახდის შემდეგ არის გათავისუფლებული.

ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი ერთმანეთს დაახლოებით ორი წლის წინ დაშორდნენ, თუმცა ამაზე ოფიციალურად არცერთს არ უსაუბრია. წყვილი ქორწინებაში 2013 წლიდან იმყოფებოდა, მათ 2015 წელს ვაჟი შეეძინათ.