ავტორი:

თევზის რომელი სახეობა ვისთვისაა რეკომენდებული - ეს უნდა იცოდეთ!

თევზის რომელი სახეობა ვისთვისაა რეკომენდებული - ეს უნდა იცოდეთ!

თუ გსურთ გქონდეთ ძლიერი იმუნიტეტი, კარგი მხედველობა, ძლიერი თმა და ფრჩხილი, ლამაზი კანი, არ შეგაწუხოთ დეპრესიამ, ორგანიზმში ქოლესტერინის დონე იყოს სტაბილური, მაშინ აუცილებლად რეგულარულად უნდა მიირთვათ თევზი. ეს არის ვიტამინებისა და მინერალების საბადოდ მიჩნეული, მაღალი კვებითი ღირებულების სასურსათო პროდუქტი, რომელიც ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინების, მინერალური ნივთიერებებისა და წყლის განსაკუთრებით დაბალანსებული შემცველობით ხასიათდება.

თევზი რომ სასარგებლოა ბევრმა იცის, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ის მაინც არ არის ისეთივე პოპულარული საკვები, როგორც ქათმის ან საქონლის ხორცი. სასარგებლო თვისებებით კი მათ არათუ ჩამოუვარდება, არამედ რიგ შემთხვევაში უსწრებს კიდეც. უფრო დეტალურად, რომელი სახეობის თევზი რისთვის არის სასარგებლო და ვისთვის რომელი სახეობაა რეკომენდებული, „ნიკორას“ შვილობილი კომპანია „ოკეანეს“ წარმომადგენელი აგვიხსნის.

„ოკეანე“ 2003 წლიდან არსებობს ბაზარზე და მომხმარებელს მაღალი ხარისხის თევზის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. იმისათვის, რომ თევზის სხვადასხვა სახეობა საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ხელმისაწვდომი იყოს, „ოკეანე“ მოხმარებელს განსაკუთრებულ შეთავაზებებს სთავაზობს. რამდენიმე კვირაა, ყოველ ხუთშაბათს "ნიკორასა" და "ლიბრეს" სუპერმარკეტებში „ოკეანეს დღეა“. ეს ნიშნავს, რომ "ოკეანეს" თევზეულის თითქმის სრულ ასორტიმენტზე, გარდა კონსერვაციისა და გაყინული თევზის სახეობებისა 40% ფასდაკლება მოქმედებს.

მათთვის, ვისაც სუსტი იმუნიტეტი აქვს მნიშვნელოვანია, რომ რეგულარულად მიირთვას ორაგული. ის დიდი რაოდენობით ომეგა 3-ს შეიცავს. ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავაა, რომელიც იმუნიტეტის გამართულ ფუნქციონირებას უწყობს ხელს. ის ხელს უშლის ანთებითი პროცესების გაჩენასა და განვითარებას. ამიტომ თუ გსურთ ძლიერი იმუნიტეტი გქონდეთ, აუცილებლად უნდა მიირთვათ ორაგული კვირაში 1-2-ჯერ. ხარისხიანი და ჯანმრთელი ორაგულის ხორცი მკვეთრად წითელია. ასეთი თევზი ოკეანის ღია წყლებშია გაზრდილი.

მათთვის, ვინც დიეტაზეა, სასურველია კვების რაციონში ჩასვას კალმახი. ეს არის თევზი, რომელიც დაბალკალორიულია და ამავდროულად, ძალიან მდიდარია პროტეინებით. გარდა ამისა, კალმახი შეიცავს დიდი რაოდენობით B და D ვიტამინებს, იოდს.

კალმახის ხარისხს განაპირობებს ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი: წყალი, სადაც ბინადრობს თევზი და საკვები, რომლითაც იკვებება ის. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ კალმახი სანდო რეალიზატორისგან შეიძინოთ.

მათთვის, ვინც დეპრესიისკენ არის მიდრეკილი, აუცილებელია მიირთვას თევზის ის სახეობა, რომელიც დიდი რაოდენობით D ვიტამინს შეიცავს. ასეთია ორაგული და ქაშაყი. ორაგულისგან განსხვავებით, ქაშაყის სასარგებლო თვისებების შესახებ ბევრმა არ იცის. რეალურად კი ის სხვა ვიტამინებთან ერთად განსაკუთრებული რაოდენობის D ვიტამინს შეიცავს, რაც ადამიანს ცუდ განწყობასა და დეპრესიასთან ბრძოლაში ეხმარება. ქართულ ბაზარზე ხელმისაწვდომია ქაშაყი სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა სანელებლებით და მწვანილებით. მაგალითად, შეიძლება შეიძინოთ „ოკეანის“ ქაშაყის ფილე პრესერვებში, რომლის დამზადება სტერილიზაციისა და პასტერიზაციის გარეშე დაბალ ტემპერატურაზე ხდება, რაც უზრუნველყოფს ცოცხალი თევზისთვის დამახასიათებელი ყველა სასარგებლო თვისების, მინერალებისა თუ მიკროელემენტების შენარჩუნებას.

ბავშვებისთვის თევზის მიღება რეკომენდებულია 10 თვის ასაკიდან. სასურველია პირველი თევზი იყოს ორაგული. ორაგული სხვა სახეობის თევზებთან შედარებით ყველაზე მეტი სახეობის ვიტამინსა და მინერალს შეიცავს. ესენია: მაგნიუმი, ქლორი, კალციუმი, რკინა, თუთია, ნიკელი, მოლიბდენი, A, B1, B2, C, E, D და PP. ორაგულის შეძენისას აუცილებელია, გაარკვიოთ მისი წარმომავლობა და ხარისხი. მაქსიმალური სარგებლის მიღება თუ გსურთ, უნდა მიირთვათ ორაგული, რომელიც ბუნებრივი საკვებით არის გაზრდილი და ტრანსპორტირებისა თუ რეალიზაციის დროს საჭირო სტანდარტები კარგად არის დაცული. ყველაზე სასარგებლო ნორვეგიული ორაგულია.

მათთვის, ვინც ხშირად არის სტრესულ გარემოში, მნიშვნელოვანია, რომ B ჯგუფის ვიტამინები მიიღოს. ამ ჯგუფის ვიტამინები ხელს უწყობს ნერვული სისტემის გამართულად ფუნქციონირებას, ამიტომ მათ, ვისაც სტრესულ გარემოში მუშაობა და ზოგადად, ცხოვრება უწევს, უნდა მიირთვან B ჯგუფის ვიტამინების შემცველი საკვები და მათ შორის, თევზი. მაგალითად, ქარსალა (კილკა) შეიცავს დიდი რაოდენობით B1-სა და B2-ს. რეკომენდებულია ქარსალას მთლიანად ჭამა, რადგან სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს, როგორც თავად თევზის ხორცი, ისე ხერხემალი, კუდი და კანი. ქარსალას ხშირად შებოლილს მიირთმევენ, თუმცა უმჯობესია მიიღოთ დამარილებული ან ცოცხალი სახით.