ავტორი:

"ის უპატივცემულოდ ექცევა დედოფალს, ჰარი გამოიყენა... პრინცი ოდესმე ამას მიხვდება“ - დონალდ ტრამპი მეგან მარკლს ქმრით მანიპულირებაში სდებს ბრალს

"ის უპატივცემულოდ ექცევა დედოფალს, ჰარი გამოიყენა... პრინცი ოდესმე ამას მიხვდება“ - დონალდ ტრამპი მეგან მარკლს ქმრით მანიპულირებაში სდებს ბრალს

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ახალი ინტერვიუ, რომელიც ჟურნალისტმა ნაიჯელ ფარაჟმა ჩაწერა, დღეს საღამოს GB News-ზე გადაიცემა, თუმცა მედიისთვის გარკვეული საკითხები, რომელთა შესახებაც ტრამპმა ისაუბრა, უკვე ცნობილია.

აშშ-ის ექსპრეზიდენტმა სხვადასხვა თემებთან ერთად, ისაუბრა დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახზე და პრინც ჰარის მეუღლე, მეგან მარკლი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა.

მან სასექსის ჰერცოგინია დედოფალ ელისაბედის უპატივცემულობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მეგანი პრინცი ჰარით მანიპულირებს.

დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ ბოლო წლებში, სასექსის ჰერცოგის და ჰერცოგინიას ქმედებებმა, მონარქი "მწარედ აზარალა."

"არ მომწონს მეგანი. პირველი დღიდანვე არ ვიყავი მისი გულშემატკივარი. ჰარი გამოიყენა და პრინცი ოდესმე მიხვდება ამას. ვფიქრობ, პრინცს სამეფო ოჯახთან ურთიერთობა მეგანის გამო გაუფუჭდა და ეს დედოფალს აზარალებს ყველაზე მეტად.

ის უპატივცემულოდ ექცევა მთელ სამეფო ოჯახს, განსაკუთრებით კი დედოფალს", - აღნიშნა ტრამპმა.

ისაუბრა დედოფალ ელიზაბეტისადმი საკუთარ დამოკიდებულებაზე და თქვა, რომ მას პატარაობიდანვე ჩაუნერგეს დედოფალ ელიზაბეტისა და ზოგადად, სამეფო ოჯახისადმი პატივისცემა, რადგან დედამისი წარმოშობით შოტლანდიელი იყო.

დონალდ ტრამპი მეგან მარკლის საჯაროდ კრიტიკას არც წარსულში ერიდებოდა. წლის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარკლი დემოკრატებს ხვდებოდა და ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებდა მონაწილეობას. ამ ამბავს დონალდ ტრამპი გამოეხმაურა: "თუ ეს ნამდვილად მოხდება, მეც მომიწევს კენჭისყრა. საერთოდ არ მომწონს ეს ადამიანი. პრინც ჰარის წარმატებებს ვუსურვებ, მას ეს დასჭირდება", - ამბობდა ექსპრეზიდენტი.

2019 წელს ტრამპმა მეგანს "საძაგელიც“ კი უწოდა წარსულში მისი გაკრიტიკებისთვის.

წყარო

მოამზადა ანა სიბოშვილმა