ავტორი:

"ბევრი ბავშვი იძულებულია დატოვოს სკოლა და ამ დროს გვესაუბრებით ჩიკაგოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობაზე - ძალიან აცდენილი ხართ რეალობას" - ანა ნაცვლიშვილი განათლების მინისტრს

"ბევრი ბავშვი იძულებულია დატოვოს სკოლა და ამ დროს გვესაუბრებით ჩიკაგოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობაზე - ძალიან აცდენილი ხართ რეალობას" - ანა ნაცვლიშვილი განათლების მინისტრს

"ძალიან აცდენილი ხომ არ არის თქვენი მოხსენება, როცა ბირთვულ კვლევებზე და ამ მიმართულებით თანამშრომლობის მიღწევებზე გვესაუბრებით, როდესაც თქვენ განათლების მინისტრი ხართ იმ ქვეყანაში, რომლის საჯარო სკოლების ძალიან დიდი ნაწილის ტუალეტში არ არის წყალი, ბავშვები სხედან მშივრები" - ასე მიმართა "ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს, რომელსაც "მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

ამასთან, ნაცვლიშვილმა დაასახელა სკოლებთან დაკავშირებული საქმეები, მათ შორის დავით სარალიძის მკვლელობა და მინისტრს მიმართა კითხვით, რას აკეთებს სამინისტრო იმისთვის, რომ მსგავსი შემთხვევები არ განმეორდეს.

"იმ ქვეყნის განათლების მინისტრი ხართ, სადაც ძალიან ბევრი ბავშვი ძალადობის და სოციალურად დაუცველობის გამო იძულებულია, დატოვოს სკოლის სისტემა. ამ დროს გვესაუბრებით ჩიკაგოს უნივერსიტეტთან დამყარებულ თანამშრომლობაზე. ძალიან აცდენილი ხართ რეალობას. კონკრეტული კითხვა მაქვს - რა გააკეთეთ და რას აკეთებთ ბოლო წლებში იმ სამ ყველაზე მძიმე და რეზონანსულ საქმესთან დაკავშირებით, რომლებიც სკოლის სისტემას უკავშირდება. არ ხართ არც გამომძიებელი, არც პროკურორი, მაგრამ ეს საქმეები სკოლას უკავშირდება. ეს არის ია კერზაიას, ლუკა სირაძის და დათუნა სარალიძის საქმეები. თქვენ, სკოლამ, რა გააკეთეთ. რა გაკვეთილები გამოიტანეთ ამ უმძიმესი საქმეებიდან და რა გააკეთეთ იმისთვის, რომ მსგავსი ფატალური შედეგებით დასრულებული საქმეები აღარ იყოს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არ მიპასუხებთ იმას, რაც თქვენი სისტემიდან უკვე გაჟღერდა - სარალიძის მკვლელობა სკოლის გარეთ მოხდაო",- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.