ავტორი:

ჯო ბაიდენის დაცვის წევრი ჰოლივუდური გარეგნობით - სოციალურ ქსელებს ახალი ვარსკვლავი ჰყავს

ჯო ბაიდენის დაცვის წევრი ჰოლივუდური გარეგნობით - სოციალურ ქსელებს ახალი ვარსკვლავი ჰყავს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, პარასკევს მასაჩუსეტში, შვილიშვილებთან ერთად, საყიდლებზე იყო. მან რა თქმა უნდა, მალევე მიიქცია ყურადღება და პრეზიდენტის გარშემო რამდენიმე წუთში უამრავი ადამიანი შეიკრიბა.

საინტერესო ისაა, რომ ამერიკელები პრეზიდენტზე მეტად დაინტერესდნენ მამაკაცით, რომელიც ბაიდენის დაცვის წევრია.

ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მამაკაცი პრეზიდენტის სიახლოვეს შავი პალტოთი და სათვალეებით ტრიალებს, "ტიკტოკზე“ მალევე გახდა პოპულარული.

ერთ-ერთი მომხმარებელი მის ვიდეოზე ასე წერს: "დაივიწყეთ პრეზიდენტი, მისი დაცვა არაჩვეულებრივად გამოიყურება.“ ბევრმა ის ტომ კრუზს მიამსგავსა.

სიყვარულის ობიექტს, "ტიკტოკის“ მომხმარებლები დაქორწინებას სთხოვენ.

მიმზიდველი მამაკაცის რაკურსით გადაღებულ ვიდეოებს უკვე 2 მილიონამდე ნახვა აქვს და ამერიკელები სახალისო კომენტარებს ტოვებენ:

"მზად ვარ, მის გამო საკუთარი ქორწილი ჩავშალო“, "როგორ მოვახერხო, რომ დამაკავოს? მირჩიეთ“, - წერენ კომენტარებში.

წყარო

მოამზადა ანა სიბოშვილმა