ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ მომდევნო წლიდან ეკონომიკის გაძლიერებისთვის "გიგანტური ბრძოლა“ დაიწყება.
მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება ისეთ სფეროებს დაეთმობა, როგორებიცაა თავდაცვა, სოფლის მეურნეობა და მშენებლობა. კიმ ჩენ ინმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემები ჯერ კიდევ იგრძნობა, თუმცა მის პარტიას შემოშავებული აქვს ჩრდილოეთ კორეის განვითარების 5-წლიანი გეგმა.
"ძალიან დამაიმედებელია, რომ პოზიტიური ცვლილებები განხორციელდა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის პოლიტიკაში, ეკონომიკაში, კულტურასა და ეროვნული თავდაცვის სფეროში, რაც დასტურდება სახელმწიფო ეკონომიკის სტაბილური მენეჯმენტით და დიდი წარმატებებით, რომლებიც მიღწეულია სოფლის მეურნეობისა და სამშენებლო სექტორებში. მომდევნო წელი მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ჩვენ უნდა ვაწარმოოთ გიგანტური ბრძოლა ქვეყნის განვითარებისთვის“, - განაცხადა მან.